ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ჩაჩავას კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს კვალიფიციური გინეკოლოგიური კონსულტაცია და სხვადასხვა პროფილური სამედიცინო მომსახურება.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი ლეილა ნადარეიშვილი ესწრებოდნენ.
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად გაეცნო.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული ექიმ სპეციალისტების უფასო კონსულტაციით ჯამში ორმოცდაათამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
"აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული ქალთა კვირეულის ფარგლებში სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში დევნილი ქალბატონებისათვის მოწვეული სპეციალისტების მიერ ხორციელდება უფასო კვლევები, აღნიშნული კვლევები მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტირებისა და მათი შემდეგი გართულებების პრევენციისთვის, გარდა ამისა, ბენეფიციარებს საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდებათ დამატებითი კვლევები, რომელიც დანიშნული იქნება სპეციალისტების მიერ, მინდა მივულოცო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე, ვუსურვებ ბედნიერებას და ჯანმრთელობას“, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აფხაზეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან გოცირიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მათ საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა ღონისძიებების შეთავაზებას ითვალისწინებს. დევნილი მოქალაქეები მიიღებენ სამედიცინო ამბულატორიულ მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა პროფილის ექიმებთან.
„ჩვენი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს ათეულობით გადარჩენილ სიცოცხლეს და პრევენციას მოხდეს ადრეულ სტადიაში დაავადებების დიაგნოსტირება. კერძო სექტორის ჩართულობა და მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ჩაჩავას კლინიკასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, მათი მაღალკვალიფიციური მედიკოსების დახმარებით და სამინისტროს ჩართულობით, არაერთ მოქალაქეს გაეწია სამედიცინო დახმარება, ამ მიმართულებით მუშაობას აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი კვლავაც გააგრძელებს“, - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, კლინიკის საოპერაციო დირექტორი თეა ჩხაიძე, ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელი, კლინიკური მენეჯერი ლეილა ნადარეიშვილი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჩაჩავას კლინიკის მედიკოსებს შეხვდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირებისთვის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრი სამედიცინო პერსონალს პირადად შეხვდა და მათ სამუშაო პროცესს გაეცნო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და ფინანსური დირექტორი სოფიო დათუაშვილი ესწრებოდნენ.