აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სამინისტროს პროგრამები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

ტელეფონი: (+995) 551 08 09 84

ელ.ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო

2024 წლის პროგრამები

 ამბულატორიული დახმარების პროგრამა (9 ქვეპროგრამა)

1. ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია:
  • ფიზიკური თერაპია (ვარჯიში, მასაჟი);
  • ჰიდროკინეზო თერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;
  • ბინაზე მომსახურება.

მიზანი - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, სამიზნე ჯგუფის, რეაბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.     

აღწერა - რეაბილიტაციის 1 კურსი შედგება 20 სეანსისგან და ითვალისწინებს არჩევითად (საჭიროებისამებრ) ფიზიკურ თერაპიას (მასაჟი, ვარჯიში), აპარატურულ ფიზიოთერაპიას, ჰიდროკინეზოთერაპიას.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი   პირი.

2. კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები:
  • ლაბორატორიული კვლევები;
  • ენდოსკოპიური კვლევები;
  • ინსტრუმენტული კვლევები.

მიზანი - ბენეფიციართა ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ცალკეულ კლინიკურ-ლაბორატორიულ  და ინსტრუმენტულ სერვისებზე.    

აღწერა - ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება  თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი   პირი.

3. ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია:
  • თერაპიული და ქირურგიული მომსახურების დაფინანსება ბავშვებში;
  • ზედა და ქვედა ყბის პლასმასის მოსახსნელი პროტეზით მომსახურება მოზრდილებში.

მიზანი - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის, სამიზნე ჯგუფის, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.   

აღწერა - ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ  სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე. 

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

4. მხედველობის ორგანოს სკრინინგი:
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა (რეფრაქციის დადგენა, რეფრაქტომეტრია), ტონომეტრია, წინა და უკანა საკნების ოფთალმოსკოპია);
  • რქოვანას ტოპოგრაფია;
  • ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული პერიმეტრია.

მიზანი - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ოფთალმოლოგიური       პროფილის  ცალკეულ სერვისებზე  ფინანსური  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღწერა - ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული   შემთხვევა) ფინანსდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. 

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

5. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა:
  • დადასტურებული უშვილობის დიაგნოზის მქონე პაციენტთა ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული მომსახურების    თანადაფინანსება.

მიზანი - ფერტილური ასაკის ქალთა ცალკეულ მომსახურებებზე მათ შორის    ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ სერვისებზე,  ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღწერა - ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული  შემთხვევა) ფინანსდება  თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის მიხედვით.

მოსარგებლე - დადასტურებული უშვილობის დიაგნოზის მქონე  აფხაზეთიდან დევნილი   პირი;

6. აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი;
  • სხვადსხვა პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ბენეფიციართა ადგილზე გამოკვლევა;

მიზანი  -  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის   სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და  შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

აღწერა   -   ითვალისწინებს თბილისსა და რეგიონებში (სამეგრელო-ზემო სვანეთი,  იმერეთი,  აჭარა, კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) გასვლით სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

7. ონკოპაციენტთა   სამედიცინო მომსახურება: 
  • მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ) მკურნალობის   თანადაფინანსება;
  • სხივური თერაპიის თანადაფინანსება;
  • რადიოაქტიური იოდით მკურნალობის თანადაფინანსება;
  • ავთვისებიანი სიმსივნის გენეტიკური კვლევის თანადაფინანსება:
  • ბიოფსია და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.

მიზანი - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის დამატებით სამედიცინო მომსახურებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

აღწერა - ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული       შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი   პირი.

8. ბავშვთა აბილიტაცია:
  • ოკუპაციური თერაპია;
  • ქცევითი თერაპია
  • მეტყველების თერაპია;
  • ფსიქოთერაპია.

მიზანი - განსაკუთრებული საჭიროების მქონე 2-დან 16 წლამდე ასაკის პირთა ფსიქო-მოტორული ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

აღწერა - აბილიტაციის ერთი კურსი შედგება 20 სეანსისგან (10 დღე) და მოიცავს (დანიშნულებისამებრ) ოკუპაციურ ან/და ქცევით ან/და მეტყველების ან/და ფსიქოლოგიურ თერაპიას.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 2-დან 16 წლამდე ასაკის  დევნილი   პირი.

9. მაღალტექნოლოგიური კვლევები:
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • პოზიტრონულ- ემისიური ტომოგრაფია (PET/CT);
  • სცინტიგრაფია.

მიზანი - მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღწერა - ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  გამოკვლევას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.   

მოსარგებლე  - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი   პირი.

სტაციონარული დახმარების პროგრამა (3 ქვეპროგრამა)

1. დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა; 
  • დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.

მიზანი - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღწერა - ითვალისწინებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა მომსახურების დაფინანსებას. ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება  თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის მიხედვით.

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი   პირი.

2. ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება:
  • ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულლი გამოკვლევები ;
  • თირკმლის ტრანსპლანტაციასთან   დაკავშირებულლი გამოკვლევები;
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან   დაკავშირებულლი გამოკვლევები.

მიზანი - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთათვის სახვადასხვა ორგანოთა ტრამსპანტაციისათვის საჭირო სამედიცინო სერვისებზე ფინანსური   ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღწერა - ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  მომსახურებას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.  

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი   პირი.

3. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება:

მიზანი - აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ მკურნალაობაზე  ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღწერა - ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ მკურნალობა იმ შემთხვევაში,    თუ  შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნა  დაადასტურებს, რომ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის  მიღება საქართველოში  შეუძლებელია საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის  არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ. ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  მომსახურებას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.  

მოსარგებლე - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის საქართველოში არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ; სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად და საჭიროებს საზღვარგარეთ  სამედიცინო მომსახურების თანადაფინასებას.    

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება შემდეგ პრიორიტეტულ ჯგუფებს:

  • სოციალურად დაუცველი პირი;
  • შშმ სტატუსის მქონე პირი; 
  • 18 წლამდე ასაკის პირი;
  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
  • პენსიონერი;
  • მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).