2018 წლის 10 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და შპს ,,ოცნების სამყარო’’-ს – სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა”-ს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შპს ,,ოცნების სამყარო’’-ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა”-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება.
მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და განყოფილების უფროსი ნინო ხაზალია.