იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
ახალი ამბები
დავით ფაცაცია აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-კომპოზიციურ საღამოს - „სიყვარული აგვამაღლებს“
დაესწრო.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს აფხაზეთის თემაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები.
,,მომავალი თაობის აღზრდა ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებებსა და ტრადიციებზე, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და უკეთესი მომავლისკენ მიმავალი უმთავრესი გზაა.
მადლობას ვუხდი თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს ამ საღამოსთვის. სწორედ მსგავსი ინიციატივებია ის მყარი საფუძველი, რომელზეც ერთიან საქართველოს ავაშენებთ’’- განაცხადა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადაეცათ.
ნობათების გადაცემა ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას სადღესასწაულო დღეებში.
წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სააღდგომო ნობათები გადაეცათ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, პირადად მოინახულა დევნილი ოჯახები და მათ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ნობათების დარიგების პროცესში ასევე, ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლები.
„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ვესტუმრეთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მივულოცეთ და სასურსათო ნობათები გადავეცით.
საოცრად თბილი და ემოციებით სავსე იყო, ჩვენს აფხაზეთიდან დევნილ თანამოქალაქეებთან შეხვედრა, მათთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პირადად მილოცვა და მოხარული ვარ, რომ შევძელით მათი სადღესასწაულო განწყობის შექმნაში მონაწილეობის მიღება.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან გიორგი ძაძამიასთან ერთად, თბილისის ზღვაზე მდებარე ბაგა-ბაღსა და საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა თავშესაფარს - „კიდევაც დაიზრდებიან“ ესტუმრნენ. ამერიკული საერთაშორისო ფონდის - „კეთილი სამარიტელი“ და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები და სასურსათო პროდუქტები გადასცეს.
ჰუმანიტარულ აქციაში, ასევე, მონაწილებოდნენ არქიმანდრიტი ღვთისავარ გობეჯიშვილი, პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე, ამერიკული საერთაშორისო ფონდ „კეთილი სამარიტელის“ წარმომადგენელები.
„განსაკუთრებული იყო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან შეხვედრა და მათი გულწრფელი ღიმილის ნახვა. ბედნიერი ვარ, რომ მცირედით მაინც შევძელით მათი გახარება.
მადლობას ვუხდი ამერიკულ საერთაშორისო ფონდს - „კეთილი სამარიტელი“, ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ღვინცაძეს, „მეგაკომპანის“, „დიელ სერვისს“ და სხვა პარტნიორ კომპანიებს მხარდაჭერისთვის, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების გასახარებლად სრულიად უსასყიდლოდ გადმოგცეს საჩუქრები.
მჯერა, რომ ასეთი კეთილი ინიციატივები და თანამონაწილეობა, სამაგალითო იქნება სხვა კომპანიებისთვისაც, რათა ერთობლივი ძალისხმევით, უფრო მეტი შევძლოთ აფხაზეთიდან დევნილების მხარდასაჭერად.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებასთან „ერთობა ხვალისთვის“ ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 დღიანი პროექტი - „მშვიდობა როგორც ღირებულება“ განახორციელა.
პროექტში მონაწილეობდნენ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებასთან „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე და მისი მოადგილე შორენა ახალაია ესწრებოდნენ.
„საინტერესო და ნაყოფიერი იყო პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათთან საქართველოს ერთიანობისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე - კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული, ისტორიული ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი.
მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა, რომ თქვენი საქმიანობით ჩვენი სამშობლო იამაყებს არა მარტო დღეს, არამედ საუკუნეების განმავლობაში, მადლობას გიხდით მონდომებისთვის, თითოეული თქვენი სინათლე, თვალის ნაპერწკალი ჩვენთვის არის ძალიან დიდი ძალა და ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიღებ მონაწილეობას ჩვენი ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რასაც საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება ჰქვია.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. №12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ მისამართზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. ხოლო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს ობიექტის სადარბაზოს რეაბილიტაციას.
„მადლობას ვუხდით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურული პრობლემების ძირითადი ნაწილის მოწესრიგება.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საქართველოში წმინდა საყდრის სამოციქულო დესპანს ანტე იოზიჩს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი პროექტის განხორციელებას და საერთაშორისო პროექტებში მათი ჩართულობის შესაძლებლობებს.
„ანტე იოზიჩს მადლობა გადავუხადე გამოხატული თანადგომისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურ და მჭიდრო ხასიათს მიიღებს.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამიასთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს და აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ისაუბრეს ცენტრის მნიშვნელობაზე და მსგავს პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამშვიდობო სწავლების ცენტრის სწორედ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნა, რადგან უნივერსიტეტი წარმოადგენს განათლების მთავარ კერას და მნიშვნელოვან ძალას ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და იდენტობის შენარჩუნების პროცესში.
დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ვოლსკს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას - „ერთობა ხვალისთვის“ - მნიშვნელოვანი და პრინციპულად აუცილებელი პროექტის წამოწყებისთვის.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
შემაჯამებელ მოხსენებაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება უწყების მიერ დევნილთა მხარდასაჭერად, ცენტრალურ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა, ასევე სამინისტროს ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
მოხსენების შემდეგ, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა, მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დევნილთა სოციალური და ეკონომიკური მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობისა და დევნილთა მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.
ანგარიშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მე- III-ს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.
იერუსალიმის პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
შეხვედრას, ასევე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკატერინე წივწივაძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, სოხუმის დრამატულ თეატრში ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუხბაიას 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
საღამოზე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი წარდგნენ, რომლებმაც ოთარ ზუხბაიას მოღვაწეობასა და მის დამსახურებებზე ისაუბრეს.
საღამოზე ნაჩვენები იყო ოთარ ზუხბაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ოთარ ზუხბაიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ოთარ ზუხბაია 1987-1989 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1991-1995 წლებში იკავებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.