აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შეხვედრა დაბა წყნეთში ორგანიზებულად განსახლებულ დევნილებთან.

2017 წლის 08 თებერვალს,  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე,  აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი უწყების თანამშრომლებთან ერთად გასული იყვნენ დაბა წყნეთში,  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებებში. სამუშაო ჯგუფი  ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო პირობებს. დევნილებს ადგილზე მიეწოდათ ინფორმაცია განემარტათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების შესახებ.