მთავარი/................/წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში/მთავარი
წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’  მემორანდუმის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთათვის ეტლები გადასცეს.

აღნიშნულ შეხვედრას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი დავით ძალამიძე დაესწრო.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და წარმომადგენლობის ხელშეწყობით ეტლები გადაეცემათ ბენეფიციარებს.

 

        წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული განყოფილების უფროსი, თანამშრომლებთან ერთად, ქ. გარადბანის მუინიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბატონ რევაზ ეგაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქ. გარდაბანში მდებარე აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებ დევნილთათვის  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალიტეტში  აღრიცხვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ასევე შეხვედრის ფორმატის ფარგლებში განხილულ იქნნა, ამხანაგობების ჩართულობა სხვა და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებესთან დაკავშირებით,  ქ. გარდაბანის მუნიციპალიტეტის პროგრამების შესაბამისად.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების-ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დღეს ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ, მე-10ა და ქ. რუსთავში ბოსტან ქალაქის ქუჩა 1-ში მდებარე აფხაზეთიდან მცხოვრებთა საცხოვრებელ შენობებში სხვა და სხვა ხასიათის სარემონტო-სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ბორჯომისა და ლიკანის სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ მდგომარეობას, მოისმინა დევნილთა პრობლემები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. შეხვედრაზე რუსლან აბაშიძე დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დევნილებთან შეხვედრების პარალელურად ბორჯომში დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა-ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მონაწილეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) გადაეცათ. მსგავსი შეხვედრები აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით რეგიონებში უკვე მეორე წელია იმართება და მისი მიზანი საბინაო მართვის პროცესში დევნილთა მონაწილეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით დევნილი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

მიმდინარე წლის 11 თებერვალს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან დავით ძალამიძესთან ერთად თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს, სადაც გაეცნენ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და მათი პრობლემები მოისმინეს.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ძალამიძე დაინიშნა. დავით ძალამიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროის თანამდებობაზე, ქ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. დავით ძალამიძე გახლავთ აფხაზეთიდან, ქალაქ ოჩამჩირედან. დავით ძალამიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის ხელშეწყობით და შესაბამისი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამართლებრივი ხასიათის დახმარების აღმოჩენის შედეგად, მიმდინარეობს: ქ. გარდაბანის მუნიციპალიტეტში ექვსი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფუძნებისათვის( აღრიცხვისათვის ) საჭირო ხელშემწყობი ღონისძიებების წარმოება:

 1️⃣აღმაშენებლის ქუჩა-6: ბ.მ.ა ,,სოხუმი"

 2️⃣აღმაშენებლის ქუჩა-83: ბ.მ.ა ,,ოჩამჩირე"

 3️⃣ლესელიძის ქუჩა-1 ყოფილი პროფტექნიკუმის ს/ს: ბ.მ.ა ,, შრომა"

 4️⃣ ლესელიძის ქუჩა-1 ყოფილი პროფტექნიკუმის სასწავლებელი: ბ.მ.ა ,, ელბრუსი"

 5️⃣ჭავჭავაძის ქუჩა-3, კორპუსი-3: ბ.მ.ა ,,უჩკუდუ"

 6️⃣ჭავჭავაძის ქუჩა-3, კორპუსი-1: ბ.მ.ა ,, მუხბე".

წარმომადგენლობის ხელშეწყობით მიმდინარე წელს: ქ.თბილისში აფხაზეთიდან მცხოვრებთა საცხოვრებელ ობიექტებში შეიქმნა ( დაფუძნდა) და აღირიცხა ( რეგისტრაცია) გაიარა 8 (რვა) ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობამ:

1️⃣ გლდანის რაიონი, მე-7 მ/კ, მარაქიშვილის 14 ( ყოფილი სახლმართველობის შენობა);

 2️⃣ ვარკეთილი მე-4 მ/რ, 425ა კორპუსი ( ყოფილი185 სკოლა);

 3️⃣გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების მე-18 კორპუსი;

 4️⃣დ. წყნეთი გაგრის 10 კორპ 4 და 5;

 5️⃣დ. წყნეთი გაგრის ქ. კორპ 14;

 6️⃣ ზაჰესი, კასკადის ქუჩა 41;

 7️⃣ ნაკადულის ქუჩა 2;

 8️⃣ სანდროეულის ქუჩა 5ა.

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფუძნების და აღრიცხვის მიზანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სხვა და სხვა ხასიათის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ამხანაგობების ჩართვა და მონაწილეობა.

წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის ხელშეწყობით მიმდინარე წელს: ქ. თელავის მუნიციპალიტეტში, სოხუმის ქუჩა7; ქ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში. აფხაზეთიდან მცხოვრებთა საცხოვრებელ ობიექტებში შეიქმნა ( დაფუძნდა) და აღირიცხა ( რეგისტრაცია) გაიარა ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობებმა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფუძნების და აღრიცხვის მიზანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სხვა და სხვა ხასიათის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ამხანაგობების ჩართვა და მონაწილეობა. აფხაზეთიდან მცხოვრებთა ობიექტის საერთო სარგებლობის: გადახურვის, წყალსადენ- კანალიზაციის, სამღებრო- ლესვითი, გამაგრებითი და სხვა სარემონტო, აღდგენითი, სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების ხელშეწყობაში მონაწილეობა.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ, ქ. თბილისში, აფხაზეთის მოსახლეობის საცხოვრებელ ობიექტში განხორციელდა მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის შემდეგი სამუშაო:

ქ. თბილისი, ი. ჩეჩელაშვილის ქუჩა N-120: განხორციელდა საცხოვრებელი შენობის სადარბაზოს და კიბის უჯრედის სამღებრო- ლესვითი სამუშაოები.