აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის სამსახურის ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით.

      2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე) სულ შემოვიდა 382 განცხადება,  აქედან 319 მოქალაქის პირადი განცხადებაა, მათ შორის აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეთა(განმცხადებელთა) რაოდენობაა  80(ოთხმოცი),  აქედან 75 - მოგვმართა კომისიას პირადად,  5 სსგს-ს წერილის სახით.  40 წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურიდან. ლტოვილთა და გასნახლების სამინისტროდან 23 წერილი.   გაცემულია 374 კომისიის გადაწყვეტილება, მათ შორის 322 დადებითი, 52 უარყოფითი. ადმინისტრაციულ წარმოებაშია 4 განცხადება, დამატებითი შესწავლისთვის.  დადებიდათ გაცემული დასკვნების სტატისტიკა შემდეგია:საცხოვრებელი ადგილი დაუდგინდა პირველადი მოწმობის მისაღებად 165(ას სამოცდახუთი)  განმცხადებელს.რეგისტრაციის მისამართი შეეცვალა 144(ასორმოცდაოთხ), დაბადების იუriდიული ფაქtის დასადგენად  გაიცა  13  დასკვნა.  რაიონების მიხედვით შემოსულ განცხადებათა რაოდენობა: ქ. გაგრა 34, გუდაუთის რაიონი  14,  ქ. სოხუმი  66სოხუმის რაიონი 18, გულრიფშის რაიონი  34, ოჩამჩირის რაიონი   58, გალის რაიონი   45,ქ. ტყავრჩელი 13.განმცხადებელთა რაოდებნობა ეროვნების მიხედვით შემდეგია:ქართველი 311, აფხაზი   57, სომეხი 3, უკრაინელი  2, ბერძენი  2, ეზიდი 1, რუსი 6,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულპირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აღნიშნული პერიოდისათვის შემოსულია 39 წერილი (46 - ბენეფიციარზე) მათი აფხაზეთში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით.  კომისიის მიერ პასუხი გაეცა 39 წერილს(46 - ბენეფიციარი), რაც შეადგენს მთლიანი სამუშაოს 100%.შემოსული წერილების რაოდენობა რაიონების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:ქ. გაგრა -  9, გუდაუთის რაიონი -   3, ქ. სოხუმი -   5, სოხუმის რიაონი -   5, გულრიფშის რაიონი -  9, ოჩამჩირის რაიონი -   4, გალის რაიონი -   4,  ქ. ტყვარჩელი  - 0.

       აფხაზეთის ა/რ რაიონებისა და ქალაქების მიხედვით აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ჩასახლებულ დევნილებზე გაცემულ ცნობათა შინაარსი შემდეგნაირად გამოიყურება: მუდმივი და დროებითი საცოხვრებელი ადგილის მიხედვით(სხვადასხვა იურიდიული ფაქტის დასადგენად - სასამართლოში); მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე  ცხოვრების წლების მითითებით(დევნილის სტატუსის დასადგენად - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარსადგენად, აგრეთვე სრს აფხაზეთის სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად); ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ(წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში წარსადგენად). სულ გაცემულ ცნობათა რაოდენობა არის - 989.

     აფხაზეთის ა/რ რაიონებისა და ქალაქების მიხედვით აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ჩასახლებულ დევნილებზე გაცემულ ცნობათა რაოდენობა: ქ. გაგრა – სულ გაიცა  92  ცნობა,  გუდაუთის რაიონი    სულ გაიცა  41  ცნობა,  ქ. სოხუმი  სულ გაიცა    252 ცნობა,  სოხუმის რაიონი    სულ გაიცა   59  ცნობა,  გულრიფშის რაიონი  სულ გაიცა    178  ცნობა,  ოჩამჩირის რაიონი   სულ გაიცა  151 ცნობა ,  ქ. ტყვარჩელი   სულ  გაიცა  31 ცნობა, გალის რაიონი    სულ გაიცა  185     ცნობა.