აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გრძელდება ქ. თბილისში, დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები.

               აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ დემურ კეკელიას ზეპირი დავალების საფუძველზე, მიმდინარე წლის 11-12 ივნისს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გრიგოლ ბენიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქ. თბილისში: გლდანის რაიონში, აფხაზეთიდან დევნილების კომპაქტურად განსახლების 15 მისამართზე.

      განსახლების ადგილებში, აფხაზეთიდან დევნილებს გაეწიათ საინფრომაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება ბ.მ.ა შექმნის მნიშვნელობაზე. წარმომადგენლობის თანამშრომლებმა მოისმინეს განსახლების ადგილებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ხასითის პრობლემები.