აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2018 წლის 30 იანვარს წარმომადგენლობაში თათბირი გაიმართა

2018 წლის 30 იანვარს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონოიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში თათბირი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგებლობის თანამშრომლები.  თათბირს დავმჯდომარეობდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა. მან შეაჯამა 2017 წელს წარმომადგენლობის მიერ გაწეული მუშაობა, ხაზი გაუსვა არსებულ ნაკლოვანებებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2018 წელს წარმომადგენლობის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისათვის გასატარებელი ღონისძიებები და დასახა პრიორიტეტები ახალი სამუშაო წლისათვის. აპარატის უფროსმა, წარმომადგენლობის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა ბესიკ ჭანტურიამ თანამშრომლებს გააცნო ინფორმაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ.