მთავარი/................/წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში/მთავარი
წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ახალი ამბები

2020 წლის 26 თებერვალს წყალტუბოში, სან."გეოლოგში" მცხოვრები აფხაზეთიდან  დევნილების მიერ  წყალტუბოში დევნილთათვის მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ბინების მიღების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით,   წყალტუბოში დღის მეორე ნახევარში ადგილზე გავიდნენ წარმომადგენლობის თანამშრომლები. აქცია გაშუქდა მედია საშუალებებითა (ტელევიზია) და სოციალური ქსელის მეშვეობით. დევნილებთან გასაუბრებისას ითქვა, რომ ისინი კვლავ აპროტესტებენ მათთვის ბინების ქულებით გადაცემის საკითხს და შენობის ავარიული და ჯანმრთელობისათვის საშიში სანიტარული მდგომარეობის გამო (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა), ითხოვენ უპირობო, უალტერნატივო გაყვანას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას. დევნილებს მიეწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ (წარმომადგენლობის ჩართულობით) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსადმი საშუამდგომლო წერილის შესახებ. წერილში დეტალურად აისახა არსებული ვითარება და ის რომ სან. „გეოლოგში“ მცხოვრები დევნილები ითხოვენ სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას. მიმდინარე კვირაში მათ გამოეხმაურათ  სააგენტოს წარმომადგენლები, თუმცა მათთან შეხვედრის დროს შეთანხმება მაინც ვერ იქნა მიღწეული. დევნილების განცხადებით, სააგენტო კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით გაყვანის პოზიციიდან საუბრობს, რაზეც დევნილები კატეგორიულ უარს აცხადებენ, ვინაიდან, შენობა ყოველ დღე ინგრევა, ცვივა სამშენებლო მასალები, სინესტე მეხუთე სართულამდეც კი აღწევს, კედლებზე ამოსულია სოკოები და შენობის ყველა სართულზე ნესტის სუნი დგას. აქციაზე გაჟღერდა, რომ დევნილები გადიან კონსულტაციებს სახალხო დამცველის აპარატთან საკითხის სასამართლო გზით გადაჭრის მიმართულებით, თუმცა, იმედი აქვთ საქმე აქამდე არ მივა და მათი სურვილის გათვალისწინება მოხდება დაუყოვნებლივ.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთიდან დევნილი ჯუმბერ ჩხეიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.    

  ჯუმბერ ჩხეიძე იყო აფხაზეთიდან, ოჩამჩირის რაიონი სოფ. არადუს მკვიდრი. დევნილობაში ცხოვრობდა  წყალტუბო, სან „გეოლოგში". როგორც შშმ პირი, წლების განმავლობაში    იყო წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის" პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღები ყოველწლიური ბენეფიციარი.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის თანამშრომლები თეიმურაზ წულაია, ლაშა გადილია და ნანა ჭანტურია აჭარაში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში ("ბენზეს" დასახლება, ხახულის ქუჩაზე მდებარე ტექსკოლა) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.  

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ.  შეხვედრაზე    ხახულის ქუჩისა და "ბენზეს" დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა ორი პრობლემა წამოჭრეს. კერძოდ, ხახულის ქუჩაზე შენობის სარდაფი სადრენაჟე სისტემის არარსებობის გამო წყლითაა სავსე. მიუხედავად წარმომადგენლობის ჩართულობით ერთხელ წყლის ამოტუმბვისა, სარდაფი წვიმის წყლებით კვლავ ივსება. ასევე, "ბენზეს" დასახლებაში 22-ე კორპუსის სარდაფი წყლითაა სავსე, თუმცა ამ შემთხვევაში, გაურკვეველია წყლი წარმოქმნის მიზეზი. სავარაუდოდ, გამოწვეული უნდა იყოს მოსახლეობის წყალსაკანალიზაციო სისტემიდან გაჟონილი წყლებით. ასევე, ორივე დასახლებაში დგას რამდენიმე ბინის დაკანონების პრობლემა. ბ. ჭანტურიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემებს დააყენებს ადგილობრივი და ზემდგომი სტრუქურების წინაშე და აქტიურად ჩაერთვება მათი მოგვარების საქმეში.

წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს თამარ ფირცხალაიშვილს და უფროს სპეციალისტს (დევნილების მიმართულებით)  ნათია ორაგველიძეს შეხვდენენ. წარმომადგენლობამ მათ გააცნო აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური, ჯანმრთელობის, მცირე რემონტების, განათლებისა და სხვა პროგრამები. ასევე, მათგან მიიღეს ინფორმაციები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პროგრამების შესახებ და ამ პროგრამებში დევნილთა ჩართულობასა და დაფინანსების კრიტერიუმებზე.

 

ქ.ქუთაისში, შერვაშიძის #53-ში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიამ“  სარემონტო სამუშაოები დაასრულა.

 

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიამ“ მცირე და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში,  ქ.ქუთაისში, შერვაშიძის #53-ში არსებული დევნილთა საცხოვრებელი ობიექტის  ამხანაგობის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე  სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.  კომისიის თავმჯდომარის გიორგი ლეკვეიშვილისა და კომისიის წევრების მიერ პრობლემის ადგილზე დათვალიერების,  შესწავლისა და და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მოზადების შემდეგ, დაახლოებით 600 (ექვსას) ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდა. კერძოდ, მოხდა შენობის მეორე სადარბაზოს მე-14, მე-15 და მე-16 სართულებზე წყალმიმღები მილების და წყალშემკრები ძაბრების მონტაჟი. ასევე, გადაიხურა და გამაგრდა ("დაშურუპდა") დაზიანებული სახურავის პარაპეტებზე არსებული თუნუქის სახურავი (შეიცვალა ერთი ცალი ახალი ფურცელი) 20 გრძივ მეტრამდე. შენობის პირველ სადარბაზოსთან დამონტაჟებულ წყალშემკრებ თუნუქის მილზე დამონტაჟდა თუნუქის მუხლი. სამუშაები დასრულებულია და  მიმდინარე წლის 21 თებერვალს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

 

2020 წლის 23 თებერვალს წარმომადგენლობის თანამშრომლებმა თეიმურაზ წულაიამ და ირინე წიფიანმა, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, ქუთაისი, დადიანის ქ. #10-ში მცხოვრებ, პირველი ჯგუფის ინვალიდ ვალერი დოლბაიას  ინვალიდის ეტლი გადასცეს. ვალერი დოლბაიამ 2019 წლის სექტემბრის თვეში მომართა წარმომადგენლობას აღეძრა შუამდგომლობა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე ინვალიდის ეტლის დასამზადებლად. წარმომადგენლობის  ჩართულობით, (კანონით დადგენილი წესით ზომების აღება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება), წერილობითი შუამდგომლობისა და   აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით უზრუნველყოფილი იქნა ეტლის ადგილზე მიწოდება და საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოყვანა.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის თანამშრომლები თეიმურაზ წულაია და რომან ყოლბაია  შერვაშიძის #53 - ში    მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ. (აღსანიშნავია, რომ "აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის" ფარგლებში აღნიშნულ ობიექტზე წარმომადგენლობამ ჩაატარა დაახლოებით 600 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები).  წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.

დღეს,  წარმომადგენლობის თანამშრომელმა ირინე წიფიანმა, ზეპირი მომართვების საფუძველზე, ორი დევნილ მოქალაქესთან ოჯახებში ვიზიტი  განახორციელა. კერძოდ,  ქუთაისში, ნიკეას პირველი შეს. #12-ში მცხოვრები ნატო გობეჩია (პირველი ჯგუფის ინვალიდი) და წყალტუბოში, სანატორიუმ "მეტალურგში" მცხოვრები ავთანდილ ბაბლიძე  (მეორე ჯგუფის ინვალიდი) მოინახულა. დევნილი მოქალაქეები რამდენიმე წელია ლოგინად ჩავარდნილი არიან და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ. ისინი  წარმომადგენლობაში მოქმედი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის" პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღები ბენეფიციარები არიან, თუმცა, ამჯერად, დახმარება  ინვალიდის ეტლების შეძენასთან დაკავშირებით ითხოვეს. ირინე წიფიანმა მოქალაქეებს კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად აუღო ზომები ეტლების დასამზადებლად. წარმოამდგენლობა მათ წერილობით უშუამდგომლებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე და  მომზადებული შესაბამისი  დოკუმენტების საფუძველზე,  სამინისტროს დაფინანსებით მათ დაუმზადდებათ და გადაეცემათ ინვალიდის ეტლები.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ლელა სახელაშვილი და თინათინ ზუხბაია ზესტაფონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში (ქალაქის პოლიკლინიკა, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფო, მაღლაკელიძის #5,  მაღლაკელიძის #11)  მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ.  შეხვედრაზე უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა  დაზიანებული ჟოლობების პრობლემა წამოჭრეს, რაზეც წარმომადგენლობის თანამშრომლებისაგან განემარტათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიმართონ "აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების კომისიას."

წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.

წარმომადგენლობის თანამშრომლები, ასევე, შეხვდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის თანამშრომლებს და გაცვალეს ინფორმაციები ზემოაღნიშნული პროგრამების შესახებ.

2020 წლის 18 თებერვალს წარმომადგენლობაში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში დროებით განსახლებული, აფხაზეთიდან დევნილი, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 149 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 23000 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება.