აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წარმომადგენლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს თამარ ფირცხალაიშვილს და უფროს სპეციალისტს (დევნილების მიმართულებით)  ნათია ორაგველიძეს შეხვდენენ. წარმომადგენლობამ მათ გააცნო აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური, ჯანმრთელობის, მცირე რემონტების, განათლებისა და სხვა პროგრამები. ასევე, მათგან მიიღეს ინფორმაციები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პროგრამების შესახებ და ამ პროგრამებში დევნილთა ჩართულობასა და დაფინანსების კრიტერიუმებზე.