აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წარმომადგენლობა ქუთაისში, შერვაშიძის #53 - ში    მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და წარმომადგენლობის თანამშრომლები თეიმურაზ წულაია და რომან ყოლბაია  შერვაშიძის #53 - ში    მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ. (აღსანიშნავია, რომ "აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის" ფარგლებში აღნიშნულ ობიექტზე წარმომადგენლობამ ჩაატარა დაახლოებით 600 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები).  წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.