აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად საკურატორო რეგიონის რიგ ქალაქებში ღონისძიებები გაიმართა. კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა  აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.  ასევე, იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, აფხაზეთის ომის ვეტერანები. მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ ქ. ქუთისის  საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების დევნილი და არადევნილი მძღოლების ინიციატივით, მათ ტაძრის მშენებლობისთვის შესწირეს საკუთარი სახსრებით შეძენილი ერთი  ტონა ცემენტი და მადლობა გადაუხადა მათ ამ კეთილშობილური საქმისათვის.

ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე შეიკრიბა ქალაქის თვითმმართველობის წევრები, მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და ვეტერანები, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელობა და კურსანტები,იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები. მათ გვირგვინი შეამკეთ მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მემორიალზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის  ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანმა)პარაკლისი გადაიხადა.

წყალტუბოში საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე შეიკრიბა ქალაქის ხელმძღვანელობა, ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობა, აფხაზეთის ომის ვეტერანები. წარმოდგენილი იყო მხატვრული  ინსცენირება აფხაზეთის თემაზე.