აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

27 სექტემბერი ბათუმში აღინიშნა

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტუქტურების თანამშრომლები,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანები, დევნილი საზოგადოება და არასამთავრო ორგანიზაციები ბათუმში, ჟიული შარტავას მემორიალთან შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ეროვნული გმირის მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. ბათუმში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, აფხაზეთიდან დევნილმა მამა გიორგიმ მგმირულად დაღუპული მებრძოლების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.