აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ მონაწილეობა მიიღო „რეგიონალური ბიზნეს კონფერენციის“ მუშაობაში

მიმდინარე წლის 25 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მოწვევით წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ მონაწილეობა მიიღო „რეგიონალური ბიზნეს კონფერენციის“ მუშაობაში, რომელიც ჩატარდა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიერ.

აღსანიშნავია, რომ      პროექტი მოიცავდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს,  ჩატარდა ტრენინგ სემინარები მეწარმე ქალებისათვის  ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში:   მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სიახლეები,  საკანონმდებლო და საგადასახადო  საკითხები , მარკეტინგი, ბაზრის კვლევის ტექნოლოგიები, საბუღალტრო აღრიცხვა, , ლიდერობის უნარები, ბიზნეს გეგმის მომზადება  და პრეზენტაცია.    ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეს,  სამეურნეო პროდუქტების წარმოების მოთხოვნებს და ნორმებს DCFTA.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებიდან 9 აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული პირი გახლდათ, რომლებმაც აღნიშნული ტრენინგების გავლის შემდეგ სხვადასხვა პროგრამებიდან მოიპოვეს  დაფინანსება საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელებისათვის.

კონფერენციის ფორმატში გაიმართა დისკუსია თემაზე „იმერეთის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“, რომელშიც წარმომადგემნლობის ხელმძღვანელმაც მიიღო აქტური მონაწილეობა.