აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას. ყურადღება ქართულ-ბერძნულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის.