აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სააღდგომო ნობათი დაურიგდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ  მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია პირადად ესტუმრნენ და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით სურსათ - სანოვაგე მიიღეს სამტრედიაში, ხონში, ზესტაფონში, ტყიბულში, საჩხერეში, წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრებმა 100-მდე სხვადასხვა კატეგორიის დევნილმა ოჯახმა.

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანეობამ აქციის ფარგლებში შემოსული სააღდგომო ნობათი გადასცა ზუგდიდში, ხობში, სენაკში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ფოთში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს.

საერთო ჯამში დახმარება მიიღო 200 მდე სხვადასხვა კატეგორიის იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა. აქციაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და კერძო პირები. განსხევავებით წინა აქციისგან აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თითოეული თანამშრომელი აქტიურად ჩაერთო სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში და მოკრძალებული წვლილი შეიტანა ნობათების შეძენის პროცესის ორგანიზებაში.

აქცივიზრუნოთ ერთმანეთზეფარგლებში შემოსული პროდუქტი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და სხვადასხვა კატეგორიის დევნილ ოჯახებს.