აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში საარქივო საქმის განვითარების საკითხთან დაკავშირებით ლექცია-სემინარი ჩატარდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის არქივის სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: ,,საარქივო საქმის განვითარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული ფონდის შემქმნელ წყარო დაწესებულებებში".

ლექცია-სემინარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა გახსნა.

შეხევდრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საარქივო საქმეთა წარმოებაზე პასუხისმგებელი პირები, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა-დაცვის, გამოყენების, ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, საქმის წარმოებისა და დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილების უფროსი  გიორგი პარკაია, იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სხვა კომპეტეტნტური პირები.

განსახილველი თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია და შეჯამდა  განსახილველი თემების ირგვლივ  მუშაობა.