აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დღეს ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვალერი არქანიას არტ-გალერეაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გამართა. ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას ხსოვნას მიეძღვნა აფხაზეთის მხატვართა კავშირის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის ორგანიზებული მხატვართა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით "მხატვარი და მიწა". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის  შემსულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია,  აფხაზეის ა/რ მთავრობის სხვა წევრები,  ვლადიმერ ვეკუას მეგობრები და ოჯახის წევრები დასწრნენ.

 ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა ამბობდა: ,,ჩვენ აუცილებლად ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ... და ჩვენ ამ გზას უსათუოდ გავივლით. ჩვენი ვალია, ჩვენი გონების, გულის და თავისუფალი ნების თვალსაწიერიდან, აფხაზ ხალხთან ერთად ავმაღლდეთ ურღვევ სულიერ კონსოლიდაციამდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიხილავთ ჩვენ ქრისტიანობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის გარდაუვალ ტრიუმფს..."

სწორედ ამ სიტყვების დადასტურებაა ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზა და მოწამეობრივი აღსასრული. მომავალი თაობებისათვის მუდამ იქნება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და უკვდავებით დათრგუნული სიკვდილის მაგალითი.