აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა დეპარტამენტმა რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

23 დეკემბერს ,,ლიდერთა კლუბის ოფისში'', ახალგაზრდა სტუდენტების დავით ჩაკაბერიას და თამარ ბასარიას მიერ გალში გადაღებული 15 წუთიანი ფილმის ,,3 ოქროს'' პრეზენტაცია გაიმართა. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის''- ხელშეწყობით მოეწყო. ფილმის პრეზენტაციას დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ცანავა და დეპარტამენტის თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" მხარდაჭერით, სასტუმრო ,,აკადემიურში'' მცხოვრებ დევნილ ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო. დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომერემ კონსტანტინე კუჭუხიძემ ბავშვებს ახალი წლის დადგომა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. საქველმოქმედო აქცია აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.