აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დღეს ზუგდიდში დევნილთა ახალი პოლიკლინიკა გაიხსნება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს 14:00 საათზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკას გახსნის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აშენდა. გახსნის ცერემონიალს აფხაზეთის შრომისა და ჯამრთელობის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრება.

ორსართულიანი დევნილთა პოლიკლინიკა აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, სადაც იფუნქციონირებს ამბულატორიული ქირურგია, ლაბორატორია, რედგენისა და ულტრასონოგრაფიის კაბინეტები. იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას პოლიკლინიკაში ყველა მიმართულების დარგობრივი სპეციალისტი მოემსახურება. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.