აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევა მიმდინარეობს

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების შერჩევა მიმდინარეობს. წევრების შერჩევა არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან მოხდება.

კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციების საქმიანობის  ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა. 

კანდიდატურის წარდგინებას თან უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები და უნდა არსებობდეს კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

დოკუმენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში წარდგენილ უნდა იქნეს მთავრობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@abkhazia.gov.ge  აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.  

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ენგურის ხიდთან ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი მორიგეობს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდთან ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალი მორიგეობს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ ოკუპირებული ტერიტორიიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ორივე მიმართულებით მოძრავი მოქალაქეების ახალ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მდებარე დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. იმერეთის რეგიონში სამუშაოები ჩატარდა ს/ს ინტურისტსა (ხვამლი) და სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დეზინფექცია ზუგდიდის ვექტორის დასახლებსა და სენაკის სამხედრო დასახლებაში განხორციელდა.

მომდევნო დღეებში სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა სხვა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებშიც  ჩატარდება.         

აფხაზეთის ა/რ ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური მუზეუმი 360°
დარჩით სახლში და სხვა ონლაინმუზეუმებთან ერთად დაათვალიერეთ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ონლაინ-მუზეუმი“
 
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც გირჩევთ, დარჩეთ სახლში და სხვა ონლაინმუზეუმებთან ერთად დაათვალიეროთ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის, კულტურისა და ეთნოლოგიის ვირტუალური მუზეუმი“. ონლაინ-მუზეუმი რამდენიმე წლის წინათ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შექმნა.
 
აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და საცავშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ონლაინ მუზეუმების შექმნის საერთაშორისო პრაქტიკა გამოიყენა. შესაბამისად, ონლაინ-მუზეუმში შეიქმნა ვირტუალური ალექსანდრე შერვაშიძის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების, ეთნოლოგიის, ისტორიული დოკუმენტებისა და ჟიული შარტავას დარბაზები.
 
აფხაზეთის არქიტექტურის, არქეოლოგიის, ხელნაწერების, ალექსანდრე შერვაშიძის და აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების საგამოფენო დარბაზებს. ამ დარბაზებში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალები.
 
იხ. ონლაინ-მუზეუმი: http://meca.gov.ge/vm/
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ტელესკოლას“ იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პირველი არხი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს „ტელესკოლა“ იწყებენ.

„ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ჩატარებას.

„ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.

საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

„ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

პროექტის პირველ ეტაპზე, ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება.

პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას.

გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება და ყოველ დღე დილის ცხრა საათზე დაიწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. ტელესკოლის გაკვეთილების განრიგი და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე  http://mes.gov.ge/  https://1tv.ge/ და  https://stopcov.gov.ge/

პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმაც – ვებპორტალი 1tv.ge , საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდება, რომელიც სამომავლოდ მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.

#StopCoV

რუსლან აბაშიძე ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანი ჯვარის დევნილთა ამბულატორიაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სადიზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით, ქალაქ ჯვარსა და ფოცხო-ეწერის დასახლებაში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სადიზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო მუნიციპალიტეტისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირები.

რუსლან აბაშიძის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ  ე. წ. არჩევნებს სამართლიანად გმობს მსოფლიოს პროგრესული  საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს  აფხაზეთის   დამოუკიდებლობას  და მას იმ საზღვრების შემადგენელ ნაწილად განიხილავს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, იგი არასდროს  შეეგუება რუსეთის მიერ ე.წ. ახალი რეალობის სამართლებრივად დამკვიდრების მცდელობებს.

ბუნებრივია, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც, ისევე, როგორც სრულიად საქართველო, ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პირობებში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან იგი ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, მაშინ, როდესაც აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის უფლებები უხეშად ირღვევა რუსეთის ფედერაციის და მათ მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ერთმნიშვნელოვნად ცხადია - აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესები  სხვა არაფერია, თუ არა მორიგი ძალადობა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აფხაზეთის საზოგადოების მიმართ.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის მთავრობა, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მზად არის,  საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოუჩინოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც უშუალოდ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.

მსოფლიოში შექმნილი დღევანდელი, ახალი რეალობიდან გამომდინარე, მინდა მოვუწოდო ენგურის იმ მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - განვავითაროთ ურთიერთობები, ვიფიქროთ მომავალზე და ერთობლივად ვეძებოთ საერთო მიდგომები და გზები არსებული ვითარებიდან მშვიდობიანი გამოსავლის საპოვნელად!

თბილისში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე ჩასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“. ასევე, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.

მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ჩატარდება.                                                                                                                      

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში შემავალ ყველა სამინისტროსა და სტრუქტურულ ერთეულზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში განცხადებების, დოკუმენტებისა და სხვა საქმიანი შეტყობინებების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: finabx@mof.ge,ან marigitolendia.afsm@gmail.com.საკონტაქტო ტელეფონებია: 599505298, 599902348.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სადიზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერიების ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავცელების პრევენციისა და რისკების ეფექტურად მართვის ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეისათვის, სამუშაოები სრულად დასრულებულია სენაკის, ხობის, ჩხოროწყის, აბაშის, მარტვილისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე სამუშაოების დასრულებულია და მიმდინარეობს სოფლად არსებული ჩასახლებებში, რომელიც დასრულდება უახლოეს დღეებში.

მერიების ხელმძღვანელებთან ერთად სადიზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირები.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და დაწესებული რეგულაციების შესრულების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

მოქალაქეებს შეუძლიათ სამინისტროში განცხადებები გადმოაგზავნონ სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: idp@abkhazia.gov.ge ან devnilta.info@gmail.com ან დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 231 32 28. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით დისტანციური რეჟიმის პირობებში მიმართონ სამინისტროს და  ტერიტორიულ ორგანოებს:

  1. აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაობის ჩატარების პროგრამის ფარგლებში:
  • რომან კოკაია - 595309838 სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი;

           დევნილთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის პროგრამის ფარგლებში:

  • ვიტალი კიკნაველიძე - 577555705 სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი დახმარების განყოფილების უფროსი;
  1. დევნილთათვის გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობის (დაფინანსება) პროგრამის ფარგლებში:
  • ეთერ ძიმისტარაშვილი - 599855282 სამინისტროს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი;
  1. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა ან/და ფოტოიდენტურობის დადასტურების, ცნობების/დასკვნების გაცემის პროგრამის ფარგლებში:

 

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო:

        საკონტაქტო პირი: მურთაზ ბერულავა 599-441-407 დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსი სპეციალისტი თინათინ კივილაძე 599-545-986;

 ელექტრონული ფოსტა:astotbilisi@gmail.com. skype-აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.

 

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო:

      საკონტაქტო პირი: ბესიკ ჭანტურია 599767154 beso1112@gmail.com, სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი 595657090, ან  უფროსი სპეციალისტი ლელა სახელაშვილი  591302130. ელექტრონული ფოსტა:amragovimeri@gmail.com.  skype(იძებნება ორნაირად): 1- სახელითიმერეთის ტერიტორიული ორგანოდა 2. ელფოსტით: amragovimeri@gmail.com აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო:

საკონტაქტო პირი: ბესიკ გეგია 577-09-24-55 დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი და სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლელა კვეკვესქირი  591-810-202; ელექტრონული ფოსტა:stozugdidi@gmail.comskype-stozugdidi სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.

 

  1. ერთჯერადი მატერიალური სახის დახმარებაზე განცხადებების მიღება.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო:

საკონტაქტო პირი: დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა ბეთაშვილი 599-855-087. ელექტრონული ფოსტა: astotbilisi@gmail.com.  skype-მისამართი:“აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო“. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირთან.~

 

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო:

ერთჯერადი მატერიალური სახის დახმარებაზე განცხადებების მიღება. საკონტაქტო პირი:ტეროტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე ნათია კოპალიანი 599247027, ან უმცროსი სპეციალისტი დალილა თამაზოღლი 599873870

ელექტრონული ფოსტა:amragovimeri@gmail.com

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო:

საკონტაქტო პირი: დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსი გიორგი რიგვავა  577092439 და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მარინა პოტაპენკო       591810210 ელექტრონული ფოსტა:stozugdidi@gmail.com  skypeმისამართი: stozugdidi სამეგრელოზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.

 

  1. დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა.

საკონტაქტო პირები:

აღმოსავლეთ საქრთველოში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის  ლევან ბარათელი, ტელ. 599477922 ელექტრონული ფოსტა:astotbilisi@gmail.com. skypeმისამართი: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.

 

იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის გიორგი ლეკვეიშვილი 595657090 და თეიმურ წულაია,  595016061

 

სამეგრელო  ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ობიექტებში  მცხოვრებ დევნილებისთვის  რამაზ აბლოთია, ტელ.: 577092448

ფოსტა:stozugdidi@gmail.com  skype-stozugdidi სამეგრელოზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო. აღნიშნული დისტანციური მომსაურეობის შესახებ ინსტრუქციებს გაივლით, ზემოთაღნიშნულ საკონტაქტო პირებთან.

 

  1. 3. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის მიმართულება:


აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო:

astotbilisi@gmail.com.  skype-აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო

საკონტაქტო პირი  ვალერიან კვინიკაძე  577092411 სამსახურის უფროსი და

 პაატა ბასარია 577092412.

იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის

amragovimeri@gmail.com  skype-იმერეთის ტერიტორიული ორგანო

თენგიზ ლეშქაშელი სამსახურის უფროსი  595606056; 0431276513

თინათინ ზუხბაია 577601832

 

სამეგრელო  ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ობიექტებში  მცხოვრებ დევნილებისთვის

საკონტაქტო პირი  დათო კვარაცხელია 577092453 სამსახურის უფროსის მოადგილე და ლარისა ქარდავა (უფროსი სპეციალისტი) 591810226

 

  განცხადებების დატოვება ასევე შესაძლებელია ტერიტორიული ორგანოების მისაღებში განთავსებულ შესაბამის ყუთებში.

  მოგმართავთ თხოვნით გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოებში მოსვლისაგან.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, 1993 წლის 15-16  მარტს აფხაზეთში განვითარებულ  მოვლენებთან დაკავშირებით,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

15-16 მარტს აფხაზეთში  სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ბოევიკებმა და  სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.  ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს  გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და  იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო 13 მარტიდან გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე

️️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ სამინისტრო 2020 წლის 11 მარტიდან გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. ბენეფიციარების განცხადებების მიღება განხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - : contactus@mhsa.gov.ge

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 551 08 09 84

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზი: - 143

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ცხელი ხაზი 143 ამოქმედდა

ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ან ქალაქის ტელეფონიდან დარეკონ ნომერზე 143 ან 2371998 (საზღვარგარეთიდან +995 32 2371998).

ცხელი ხაზით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეებს.

ცხელი ხაზის დახმარებით მოსახლეობა შეძლებს მიიღოს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური, ჯანდაცვის და განათლების პროგრამების შესახებ, გაიაროს იურიდიული კონსულტაციები საჭირო საკითხებზე.

ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს შეუძლიათ დისტანციურად გააგზავნონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ნებისმიერი განცხადება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@abkhazia.gov.ge; განცხადების ელექტრონულად გაგზავნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით.