9 აპრილი საქართველოს ისტორიისთვის ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აერთიანებს

9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.


9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ქართული სულის გამოღვიძების, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მათ შორის აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და მინისტრის მოადგილეებმა როლანდ ნიჟარაძემ და ჯაბა ჯაიანმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.


29 წლის წინათ მთავრობის სასახლის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში ათიათასობით ადამიანი კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლების მოთხოვნით გამოდიოდა. მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა თანდათან უკიდურესად დაიძაბა.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი - ორსული, იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლულებიც. 


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც ამომრჩევლის 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა ხმა.


1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო.

 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ  რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილ მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკ და პატივი მიაგ დაღუპულთა ხსოვნას.

29  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ  რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილ მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკ და პატივი მიაგ დაღუპულთა ხსოვნას.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა

ქრისტე აღდგა!

ვულოცავ,  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჭირ-ვარამ გამოვლილ  დევნილ მოსახლეობას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა. სულიერი ამაღლების, საყოველთაო სიხარულის და სიყვარულის ზეიმს ყველანი იმედით ვეგებებით.  ნებისმიერ ადამიანს აქვს სანუკვარი ოცნებები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფით, მაგრამ ქართველი ერის ყველაზე დიდი ოცნება აფხაზ და ოს ხალხთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრებაა. 

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, მათ შორის, აფხაზ და ოს ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის მადლიანი კალთა ფარავდეს   ჩვენს სამშობლოს,  ყოველ ჩვენგანს,  დიდსა თუ პატარას.

ზუგდიდში აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებული აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, უკიდურესად შეჭირვებულ ომის ვეტრანებისა და შშმ პირების ერთ ნაწილს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო ნობათი გადასცა. 

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდა.

საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად, ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით იმართება.

აფხაზეთის ხელისუფლება ტყიბულში დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა.

აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

სააღდგომო ნობათი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვნებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებსა და შვილდაღუპულ დედებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი სანიკიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.

აფხაზეთის ხელისუფლების ორგანიზებით სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

2018 წლის 5 აპრილს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოძრაობის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ პირებს: აფხაზეთის ომის პირველი და  მეორე ჯგუფის ინვალიდებსა და ვეტერანებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს, ოთხ და მეტ არასრულწლოვანშვილიან ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულებს, შშმ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ომში შვილდაღუპულ დედებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. სააღდგომო-საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და ამავე უწყების თანამშრომლებმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ  მადლობის სიგელით საქველმოქმედო მოძრაობის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველი პირების კეთილდღეობაზე ზრუნვისათვის.

საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.

ვახტანგ ყოლბაია ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოში ბრიტანული ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაცია „HALO Trust"-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით მათი საქმიანობის ამსახველი გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, „HALO Trust"-ის ევროპის რეგიონალური დირექტორი ნიკ სმარტი, „HALO Trust"-ის პროგრამის მენეჯერი საქართველოში ირაკლი ჭითანავა, „HALO Trust"-ის აფხაზეთის პროგრამის მენეჯერის მოადგილე ბელინდა ვაუზი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

„HALO Trust" საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე 1997 წლიდან განაღმვით სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ქ.ქუთაისი, დადიანის ქ.#10-ში მდებარე ობიექტზე მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დასრულდა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით ქ.ქუთაისში, დადიანის ქ.#10-ში მცხოვრებმა  დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.  პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 23 მარტს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

ქ.ქუთაისში, აღმაშენებლის 4ა, ყოფილი ბეტონის ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე ობიექტზე მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დასრულდა

წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით ქ.ქუთაისში, აღმაშენებლის 4ა, ყოფილი ბეტონის ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში  მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.  პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 800 ლარს. (რვაასი). აღნიშნულთან დაკავშირებით  შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და  მიმდინარე წლის 29 მარტს ჩაბარდა.

იხ. ფოტომასალა

მოსწავლეებს შორის ჭადრაკში აფხაზეთის რეგიონალური შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ამ დღეებში ქ. ზუგდიდში მოსწავლეებს შორის ჩატარდა აფხაზეთის რეგიონალური შესარჩევი ტურნირი ჭადრაკში. ტურნირის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი.


ორი დღის ასპარეზობის შემდეგ პირად შეჯიბრებაში გაიმარჯვეს და საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს:
10 წლამდელთა შორის - ლიზი წიფურიამ და თომა კვარაცხელიამ; 12 წლამდელთა შორის - მეგი ცობეხიამ და აკაკი ოთხოზორიამ; 14 წლამდელთა შორის - ანა მალანიამ და ლადო კილასონიამ; 16 წლამდელთა შორის - მარიამ მალანიამ და გუბაზ ქუხილავამ.
გუნდური ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა :
I ადგილი - აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა; III ადგილი - აფხაზეთის N11 საჯარო სკოლა.
გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

გრძელდება დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა №4ა-ში  დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის  შენობის ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტს შორის გაფორმდა მემორანდუმი

2018 წლის 3 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ურთიერთმისაღები საფუძვლით  გაფორმდა მემორანდუმი.  მემორანდუმის მეშვეობით მხარეებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა,  გაუზიარონ ერთმანეთს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის შეხედულებები და გამოცდილებები და აიღეს ვალდებულება, ჰქონდეთ მუდმივი და მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან,  უზრუნველყონ ინფორმაციების გაცვლა   დევნილთა დასაქმებისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

არტ-ჰოლმა უმასპინძლა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს

მიმდინარე წლის 31 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით,  ქ. თბილისში არტ-ჰოლის  საკონცერტო  დარბაზში  გამართულ  კონცერტს „თბილისი მასპინძლობს ტალანტებს“ დაესწრო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 20 (ოცი) მოზარდი.