აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი და საქართველოს სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი მონაწილეობდნენ. არაყიშვილის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა შეასრულეს ვაჟა დურგლიშვილისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ჯაბა ჯაიანი და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

სასტუმრო „რადისონში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. საუბარი შეეხო აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს და მათი მნიშვნელობას.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა საჭიროებს, ვინაიდან  გალის ქართული მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობამ საქართველოს პარლამენტში სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა.ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორიცაა, სამშვიდობო პოლიტიკა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. აღინიშნა აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და მათი მნიშვნელობა.მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარ ამოცანას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მათთვის საკუთარ სახლებში ღირსეული და მშვიდობიანი დაბრუნებისთვის შესაბამისი საფუძვლის შექმნა და მორალური განწყობის ამაღლება.ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით განსაკუთრებულ მზრუნველობას, ყურადღებასა და მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობა საჭიროებს, რადგან გალის ქართველ მოსახლეობა აფხაზებისა და ქართველების  შერიგების ერთგვარ ხიდს წარმოადგენს.მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.მოხსენების შემდეგ მუშაობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ვახტანგ ყოლბაია „Amnesty International“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-ის წარმომადგენლებს ლევან ასათიანსა და ნატალია ნოზაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. ისაუბრეს აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილის დახურვის შედეგად წარმოიშვა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ქალბატონს 100 წლის იუბილე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ნელი ლემონჯავას 100 წლის  იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. კონფლიქტამდე ქალბატონი ნელი სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში ცხოვრობდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ნელი ლემონჯავას დღეგრძელობა და საქართველოს ძირძველ მიწა-წყალზე, აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

 

ვახტანგ ყოლბაიამ იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 97 წლისთავთან დაკავშირებით, კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს  და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„1921 წლის თებერვალში ეს ახალგაზრდები ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვალშია ამ ბიჭების წინაშე. საქართველოს დღესაც  ოკუპაციის პირობებში უწევს ყოფნა, მისი ნაწილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ამ გმირების თავგანწირვამ უკვალოდ არ ჩაიაროს და  მომავალ თაობებს ერთიანი და ძლიერი ქვეყანა დავუტოვოთ. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე,“ -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ და აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. კოჯორი-ტაბახმელას მიდამოებში სამშობლოს დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. 


1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია თბილისში შემოიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. 


აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია იმ დღეების გაგრძელებაა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება კი ტერიტორიების წართმევისადმი შეურიგებლობა.

ვახტანგ ყოლბაია ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელის  მოადგილე  კარლო ნატალეს შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს.

მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთობების გააქტიურებაზე და შესაძლო პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ისე დევნილობაში მყოფი მოსახლეობის  კეთილდღეობაზე.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების წარმომადგენელი ირაკლი ქობალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

"ოკუპაციის კვირეული" აფხაზეთის საჯარო სკოლებში

საქართველოში მიმდინარე "ოკუპაციის კვირეულს" აფხაზეთის საჯარო სკოლებიც ტრადიციულად აქტიურად გამოეხმაურნენ. 
"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, სსიპ აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას (ქ. თბილისი) 21 თებერვალს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასქირი ეწვია. ზურაბ პაპასქირი მოსწავლეებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ 1921-1922 წლებში განახორციელებულ იმპერიულ პოლიტიკაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა კი ოკუპაციის თემატიკაზე წაიკითხეს ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურებიდან.

„ეს მთა ჩემია, ეს ხე ჩემია“... იყო სლოგანი ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში (ქ,ზუგდიდი) ჩატარებული "ოკუპაციის კვირეულისა", რომლის ფარგლებში ჩატარდა: საუბრები - „ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“ (I-VI კლასები); კლასის საათი - „გმირები გვიხმობენ“ (VII-IX კლასები); ნახატების გამოფენა - „არა ოკუპაციას“ ( I-V კლასები); კონფერენცია - „კოჯორი და ტაბახმელა ქართული გმირების აკვანი“ ( X-XII კლასები).

"ოკუპაციის კვირეულს" ასევე აქტიურად გამოეხმაურა ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლა (ქ. თბილისი), სადაც გაიმართა თემატური გამოფენა, საუბრები, დისპუტი, ვიქტორინა, პოეზიის 5 წუთი და სხვ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საშუალო საფეხურზე ჩატარებულმა დისპუტმა თემაზე „გეორგიევსკის ტრაქტატი - საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა თუ ნაბიჯი საქართველოს ანექსიისაკენ“. ოკუპაციას მიუძღვნეს კედლის გაზეთის სპეცნომერი და სხვ.

აფხაზეთის №10 საჯარო სკოლაში (ჩხოროწყუ) "ოკუპაციის კვირეულთან" დაკავშირებით სკოლის ისტორიის მასწავლებლებმა და კლასის დამრიგებლებმა ჩაატარეს საუბარი ოკუპაციის შესახებ. მოსწავლეებმა მოინახულეს ადგილობრივ მუზეუმში განთავსებული ოკუპაციის კუთხე. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმები ოკუპაციისა და საქართველოს ანექსიის თემაზე. რის შემდეგაც გაიმართა დისკუსიები.

 "ოკუპაციის კვირეულმა" საინტერესოდ ჩაიარა ასევე სენაკსა და სხვა რაიონებში განთავსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებში.

 

ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიედრიუს პუოჯიუნასს  შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ვახტანგ ყოლბაიამ გიედრიუს პუოჯიუნასს აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის და მთავრობის სტრუქტურების აქტივობების შესახებ.

ასევე, შეხვედრაზე  განიხილეს აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით ჰუმანიტარული სახის პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ლიტვის  საელჩო მომავალში აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ლიტვის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დევნილი ბავშვები საბავშვო-გასართობ ცენტრ ,,დიღომი – ასტრა პარკში”

მიმდინარე წლის 21 თებერვალს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელშეწყობით საბავშვო-გასართობ ცენტრ  ,,დიღომი – ასტრა პარკში”  მოეწყო კულტურულ-გასართობი ღონისძიება, სადაც მიწვეულნი იყვნენ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვები.

დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო „მეგობრობის მომღერალი - ივანე თარბა" გაიმართა.

საღამოზე ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ქეცბამ წაიკითხა ივანე თარბას მიერ დიმიტრი გულიასადმი მიძღვნილი ლექსი „სკამი პოეტისა". დიმიტრი გულიას შემოქმედებაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ტურავამ ისაუბრა. აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ ჯობავამ და ანანო კუხალაშვილმა პოეტის ლექსებიქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დიმიტრი გულია1874 წლის 21 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ უარჩაში დაიბადა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია.1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდია დიმიტრი გულიას ღვაწლი აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებაში. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი.

დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი", ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 წელს მან პირველი აფხაზური თეატრალური დასი ჩამოაყალიბა.

 

გაიმართება კონფერენცია თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აფხაზეთის კულტურული ფასეულობების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა. ამ მიზნით სამინისტრო ახორციელებს „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქვეპროგრამა ხორციელდება, მათ შორისაა ქვეპროგრამა - „სამეცნიერო კონფერენცია“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კონფერენცია თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“.

სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ქართული კულტურული ფასეულობების დაცვა არის ქვეყნის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი საფრთხე ექმნება კონფლიქტურ ტერიტორიებზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ამ მიმართულებით ფართო მსჯელობების დაწყება და გამოსავლის ძიება. კერძოდ, კონფერენციის მიზანია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (მოძრავი და უძრავი) ინფორმაციის დამუშავება, მათი წარსულისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მსჯელობა და ნაშრომების შექმნის წახალისება.

სამეცნიერო კონფერენციის მასალები გამოიცემა და დაურიგდებათ ავტორებს, გავრცელდება სამეცნიერო წრეებში, დაეგზავნება საქართველოს მსხვილ ბიბლიოთეკებს, საუნივერსიტეტო და აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლების სამკითხველოებს.

ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 მაისი. მომხსენებლები მოახდენენ თავისი ნაშრომის პრეზენტაციას კონფერენციაზე, რომლის გამართვის ზუსტი თარიღი და ადგილი მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.

სამეცნიერო კონფერენციის დებულება და კონკურსანტის სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ბანერზე სამეცნიერო კონფერენცია: „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“. იხ: http://www.meca.gov.ge/page.php?LangID=ge&id=197

სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციის ანკეტა

 

 

ვახტანგ ყოლბაია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იგორ დოლგოვსა და უკრაინის სახალხო დეპუტატს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და უკრაინელმა სტუმრებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განიხილეს მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.  

უკრაინის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ფოტოკონკურსს - „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მათი დიდი ნაწილი რესტავრირების პერსპექტივის გარეშე განადგურდეს, რაც არა მარტო ქართული მხარის, არამედ აფხაზების გარკვეული ნაწილისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ცნობილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქცია.


სამინისტროს ქვეპროგრამა - ფოტოკონკურსი „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“, რომელსაც სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური უკვე მეორედ ახორციელებს, ამ სტრატეგიის ნაწილია და გულისხმობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის (ეკლესია, სასახლე, ხიდი, ციხე, კოშკი, საინჟინრო ნაგებობები და სხვა, ან მათი ნაშთები) ამსახველი ფოტომასალის მოპოვებას, მათი ამჟამინდელი მდგომარეობის დაფიქსირებას, რათა ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ გავაცნოთ და შევახსენოთ აფხაზეთში არსებული ჩვენი ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა.


ფოტოკონკურსის დებულება და კონკურსანტის სარეგისტრაციო ანკეტის ფორმა იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ბანერზე „ფოტოკონკურსი“ http://www.meca.gov.ge/page.php?LangID=ge&id=196
სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე „აფხაზეთის კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა“ (www.abculture.ge), სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე. ის ასევე გამოქვეყნდება სამინისტროს პერიოდულ გამოცემაში „ჩემი აფხაზეთი“და სხვა საინფორმაციო საშუალებებში. 


კონკურსანტთა რეგისტრაციისა და საკონკურსო ფოტომასალის წარმოდგენის ბოლო თარიღია 2018 წლის 20 ნოემბერი. 
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2018 წლის დეკემბერში.


ფოტოკონკურსის 3 გამარჯვებული დაჯილდოვდება ტელეფონებით. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა კონკურსის მონაწილის მოწმობა.

ფოტოკონკურსი ანკეტა

ფოტოკონკურსი დებულება