მესტიის მუნიციპალიტეტში სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასინჯვები მესტიასა და ჭუბერში ჩატარდა.

ორდღიანი სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციური მომსახურება. ჩატარდა ექიმთა კონსულტაციები, გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.

ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

მესტიის მუნიციპალიტეტში სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასიჯვები მესტიასა და ჭუბერში ჩატარდა.
ორდღიანი სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციური მომსახურება. ჩატარდა ექიმთა კონსულტაციები, გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს მადლობის სიგელი გადასცა.

რამინ აბლოთია 60 წელია პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. არის სოხუმის აკადემიკოს ლია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ფაზისის საერო აკადემიის წევრი.  1991 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი,რომელმაც მოკლე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მრავალპროფილიანი კადრების მძლავრი მომზადების კერა გახდა. 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული მოვლენების შემდგომ უნივერსიტეტი ქალაქ ფოთში, ხოლო ფილიალები კი თბილისსა და ზუგდიდში განთავსდა.

გრძელდება დევნილთა საკუთრებაში / სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ვ.ხარებავას ქუჩა №52-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი ლიცეუმის შენობა) სახურავის მთლიანი რეაბილიტაცია.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში თამაზ ნადარეიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

პანაშვიდს თამაზ ნადარეიშვილის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

მზიურის პარკში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ფონდი „მოლოდინი“-ს ორგანიზებითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, მზიურის პარკში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

საქართველოში 1990-იანი წლების სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2300-ზე მეტი ადამიანი გაუჩინარდა, რომლებიც დრემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდაყოფა. აგრეთვე მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების განცხადებების მიღება დაიწყო!

2017 წლის 11 აგვისტოს N395 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს N395 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ.ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   სტუდენტებმა,  რომლებიც ბოლო ორი წლის განამვლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროში  უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება;
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

 

     განცხადების ბლანკი 

 

წარმატებული პროექტი

 აფხაზეთიდან დევნილი 15 ბავშვი, ესპანეთში 2 თვიანი უფასო საზაფხულო დასვენების შემდეგ, 2017 წლის 28 აგვისტოს, ჩამოვიდნენ საქართველოში. თბილისში მათ დახვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა (რომელიც  უკვე წლებია მონაწილეობს ამ პროექტის განხორციელებაში) და ბავშვების მშობლები.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტი მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს „Finsol“-ის (სოლიდარობისა და ინტეგრაციის ფონდს ქ. მადრიდი, ესპანეთი), დევნილი ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ორგანიზებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა ხანძრით დაზიანებული 5 ჰექტარი ფართობი აღადგინოს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა ბორჯომის ხეობაში, ხანძრით განადგურებულ 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარი აღადგინოს.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა აღდგენით სამუშაოებში, იქნება ეს ფონდის სახით თანხის ჩარიცხვა თუ პირდაპირ აღდგენითი სამუშაოების წარმოება.

ჩვენ გვყავს კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი და გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რეკრეაციული და გამწვანების ზონების მოწყობისა.

დღეს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეგვიძლია 5 ჰექტარი ფართობის სრულად აღდგენა განვახორციელოთ“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა

დიდუბის რაიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში. სამშენებლო პროცესებში მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებიც. აფხაზეთის საზოგადოებრიობას სულიერ მხნეობასა და წმინდა გიორგის შეწევნას გისურვებთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამძიმარი ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.

მომხდარი შეიძლება განხილულ იქნას როგორც შეტევა ცივილიზებულ სამყაროზე. მსგავსი სახის ტრაგედიები არის ზოგადსაკაცობრიო ხასიათის მატარებელი, სცდება ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს და წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და ქვეყნისთვის ამ უმძიმეს წუთებში, მორალურ თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ესპანელ ხალხსა და ესპანეთის ხელისუფლებას.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წელი გავიდა

დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. ამ ტრაგიკული დღის აღსანიშნავად  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ - ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ქ. ქუთაისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალზე იმყოფებოდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და სამსახურის თანამშრომლები. ასევე,  ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ქუთაისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე მიხეილ (გოგი) ჯანელიძე, ა/ო „აფხაზინტერკონტის“ თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე და აფხაზეთის ომის ვეტერანები.

წარმომადგენლობაში სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი კომისიის გასვლითი სხდომა შედგა

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ქ. ქუთაისში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი  კომისიის გასვლითი სხდომა. ეს აღნიშნული კომისიის პირველი გასვლითი სხდომა იყო რეგიონში, რასაც წინ უსწრებდა წარმომადგენლობისა და სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელების ერთობლივი ინიციატივა - შეთანხმება, რაც ერთის მხრივ მიზნად ისახავდა ვეტერანის სტატუსის მაძიებელ მოქალაქეთათვის ქ. თბილისში კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემებისა და დისკომფორტის არმოფხვრა-მოგვარებისა და მეორეს მხრივ რეგიონში განთავსებული ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გაცნობას.

კომისიას ხელმძღვანელობდა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ჯანრი უბირია. სხდომაზე განიხილეს 33 ვეტერანის სტატუსის მაძიებლის საქმე მათ შორის 17 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

სხდომის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ვეტერანთა წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომლებზეც მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვები, სამსახურის ხელმძღვანელებმა გასცეს გარკვეული განმარტებები და უპასუხეს ვეტერანთა წარმომადგენლების შეკითხვებს.