მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

წარდგენაზე მინისტრმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შედეგებზე, ასევე სამინისტროში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მოხსენებაში მინისტრმა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის შედეგები და აფხაზეთის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები მიმოიხილა.

მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდგომ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიმართეს.

ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ.

ანგარიშის წარდგენას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საააგენტოს, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის N1 და ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის N11 საჯარო სკოლებს ეწვია.
 
აფხაზეთის საჯარო სკოლებში მთავრობის წევრები სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალსა და მასწავლებლებს შეხვდნენ, სადაც განიხილეს სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები და საჭიროებები.
 
ახლად დანიშნულმა მინისტრმა სამომავლო ხედვებსა და განათლების მიმართულებით დაგეგმინ ახალ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა.
 
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სასწავლო წლის განახლება მიულოცეს.
 
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, აფხაზეთის საჯარო სკოლების მონიტორინგს, ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად განახორციელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად ქუთაისში მდებარე აფხაზეთის N5 და აფხაზეთის N6 საჯარო სკოლას ეწვია.
 
აფხაზეთის საჯარო სკოლებში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრები სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს და მასწავლებლებს შეხვდნენ, ისაუბრეს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. განიხილეს თანამშრომლობის გაღმავების გზები და დაგეგმილი ახალი პროექტები.
 
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სასწავლო წლის განახლება მიულოცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, მინისტრის პირველ მოადგილე ემზარ კაკულიასთან ერთად სოხუმის უნივერისტეტის რექტორს თეა ჯუღელს შეხვდა.
 
მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
 
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროცესების ხელშეწყობაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე, სამინისტროში არსებულ პროგრამებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ საკითხებზე.
 
შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნვიერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე რომეო გალდავა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ჯალაღონია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცა.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

დღის განმავლობაში შეგროვილი ნობათები, ტრადიციულად, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აფხაზური ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებების კრებული, რომლებიც ემსახურება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენისა და შერიგების საკითხში ახალგაზრდების ჩართულობის იდეას.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და აფხაზური ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა - მეუფე თეოდორემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

აფხაზეთის განათლებისა დაკულტურის მინისტრმა აფხაზურ ცენტრს სამინისტროს მიერ 2025 წლის მანძილზე გამოცემული წიგნები გადასცა.

ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იყო ალექსანდრე შერვაშიძის მოღვაწეობისა თეატრალური წარმოდგენა, სადაც გამოყენებული იყო აფხაზი არისტოკრატის ესკიზების მიხედვით შექმნილი კოსტუმები. თეატრალური წარმოდგენა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნის „ალექსანდრე შერვაშიძე“-ს მიხედვით დაიდგა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ქ. ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს ეწვია, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
 
სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს.
 
საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
 
 
 
 
 
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერას დაესწრო.

რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა გოგი ცაბაძის, გიორგი შენგელაიას და მორის ფოცხიშვილის ყველაზე ცნობილი ქართული ფილმის "ვერის  უბნის მელოდიების“ მიხედვით დაიდგა და გადმოცემულია  ძველ თბილისში ცხოვრების ეპიზოდები, გაჯერებული იუმორით, მეგობრების სიყვარულითა და სიკეთით.

ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ემზარ კაკულია, მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია ესწრებოდნენ.

პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ისტორიკოსის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის მალხაზ ბარამიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამოს დაესწრო.
 
მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მალხაზ ბარამიძის მოღვაწეობასა და მის დამსახურებებზე ისაუბრა.
 
საღამოზე ნაჩვენები იყო მალხაზ ბარამიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური სიუჟეტები.
 
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ემზარ კაკულია, მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, უმაღლესის საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი, მალხაზ ბარამიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრთა მონოგრაფიის – "დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები" პრეზენტაციას დაესწრო.
 
ღონისძიებაზე, პრეზენტაციის ფორმატში, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის მონოგრაფიაში წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სამართლებრივი სახელმწიფო, მართლწესრიგი და პედაგოგიკა, დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური ასპექტები, პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები, პედაგოგიკა როგორც დანაშაულობის პრევენციის მექანიზმი, პრევენციული პედაგოგიკა, პენიტენციური და პოსტპენიტენციური პედაგოგიკის პრობლემები და სხვა.