-
პროგრამები
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა
-
სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
კულტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა
-
სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა
ქვეპროგრამის მიზანია, აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების მეტოქიონების, როგორც სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა, ფუნქციის გაძლიერება, შესაბამისი მატერიალურ-კულტურული რესურსებით უზრუნველყოფა, აფხაზეთთან დაკავშირებული სულიერი, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, პოპულარიზაცია და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა.
დაფინანსების მოსაპოვებლად საპროექტო განაცხადის შემოტანა შეუძლიათ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების მეტოქიონებს.
თითოეულ პროექტზე დაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 15 000 ლარის ოდენობით.
დაფინანსებას ექვემდებარება შემდეგი მიმართულების საპროექტო განაცხადები:
- მეტოქიონების ინფრასტრუქტურული მოწყობა;
- საეკლესიო ინვენტარის შეძენა;
- სხვა აუცილებელი საეკლესიო ატრიბუტიკის შეძენა;
- საგანმანათლებლო სივრცისთვის საჭირო ავეჯისა და სასწავლო ინვენტარის შეძენა;
- წიგნებისა და საგანმანათლებლო ლიტერატურის შეძენა;
- სასწავლო რესურსების მომზადება;
- ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება;
- ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შესახებ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.
ქვეპროგრამით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები:
- მეტოქიონის კავშირი აფხაზეთის ეკლესია-მონასტერთან;
- საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი ფაქტობრივი არსებობა/საქმიანობა;
- მეტოქიონის სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო მნიშვნელობა;
- მოთხოვნილი დაფინანსების მიზნობრიობა;
- ბენეფიციართა რაოდენობა;
- ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობა;
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის ხარისხი;
- არსებული მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა;
- მოსალოდნელი შედეგები;
- პროექტის მდგრადობა.
საჭირო დოკუმენტაცია:
- პროექტის განაცხადის ფორმა - დანართი №1;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- გადასახადის გადამხდელის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაძენი საქონლისთვის ბაზრის კვლევის მინიმუმ ორი ინვოისი;
- განმცხადებელი სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პროექტის განაცხადის დაზუსტების ფორმა - დანართი №2 (შენიშვნის არსებობის შემთხვევაში).
დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია ღონისძიების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წარმოადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროექტების შესრულების ანგარიშის ფორმის (დანართი N3) შესაბამისად.
საპროექტო განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით (გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება).
საპროექტო განაცხადების მიღება მატერიუალური გზით იწარმოებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 68
ელექტრონულად განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ნომერზე: + 995 599 714 539