მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/კულტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

კულტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანებისა და შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობის, კულტურის ტრადიციული და თანამედროვე მიმართულებების, მათ შორის საშემსრულებლო, ვიზუალური და სხვა შემოქმედებითი დარგების განვითარების მხარდაჭერას, ინკლუზიური კულტურული და სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობას, საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფის კულტურულ პროცესებში ჩართულობას და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა პროექტებს, რომლებიც მოიცავს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებით:

  • შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოები (აფხაზეთის კულტურის სფეროს ღვაწლმოსილი ხელოვანების შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საიუბილეო თარიღები, სხვადასხვა ტიპის გამოფენები, ხელოვანთა შემოქმედებითი საღამოები);
  • საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულების პროექტები (თეატრალური წარმოდგენები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული პერფორმანსები);
  • ტრადიციული და სახალხო დღესასწაულები;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა;ვიზუალური ხელოვნების მიმართულების ხელშეწყობის პროექტები (ფოტოგრაფია, თანამედროვე სტილის სხვადასხვა ინსტალაციები, მხატვრობა, გამოფენები, სხვადასხვა ინოვაციური პროექტები, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების ფარგლებში;
  • აუდიოვიზუალური ხელოვნების მიმართულების პროექტები (მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები, მულტიმედიური პროექტები);
  • თემატური ვორქშოფები/სემინარები.

განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება წარმოდგენილი პროექტის დასაბუთებულობა, აქტუალობა, ღირებულება, პროექტების განხორციელების გამოცდილება, ბიუჯეტის ოპტიმალურობა, თანადაფინანსების არსებობა და მოხალისეობრივი ჩართულობა.

დაფინანსების მიღება შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე იურიდიულ პირებ (სსიპ; ა(ა)იპ; შპს; ი/მ).

დაფინანსების მისაღებად, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

  • პროექტის განაცხადის ფორმა - დანართი №1;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • გადასახადის გადამხდელის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაძენი საქონლისთვის ბაზრის კვლევის სამი ინვოისი;
  • განმცხადებელი სუბიექტის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

საპროექტო განაცხადით წარმოდგენილ დაფინანსების საკითხს განიხილავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია. შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს გონივრულ ვადაში მოსთხოვოს დაზუსტებული საპროექტო განაცხადის წარმოდგენა - პროექტის განაცხადის დაზუსტების ფორმა დანართი №2 -ის შესაბამისად, რომელიც ხელმეორედ წარედგინება კომისიას განსახილველად.

საპროექტო განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 10 სექტემბრიდან 2026 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით (გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება).

მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 68

საკონტაქტო ნომერი: 591 91 86 00

ელექტრონულად განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.

დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია ღონისძიების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წარმოადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროექტების შესრულების ანგარიშის ფორმის (დანართი N3) შესაბამისად.