აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რესურსცენტრები |
1. ზემო აფხაზეთის რესურსცენტრი ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შეიქმნა 2007 წლის 1 მაისს ზემო აფხაზეთში, სადაც ფუნქციონირებდა 3 საჯარო და 6 დაწყებითი საფეხურის სკოლა, რომლებიც გენწვიშის საჯარო სკოლაზე იყვნენ მიბმულნი. 2008 წლის 1 აპრილის მონაცემებით ზემო აფხაზეთის საჯარო სკოლებში სწავლობდა 292 მოსწავლე, ხოლო დასაქმებული იყო 89 პედაგოგი და ტექნიკური პერსონალი. რესურსცენტრი აქტიურად იყო ჩართული ზემო აფხაზეთში გამართულ კულტურულ საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა–ორგანიზებასა და განხორციელების საქმეში. 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად ზემო აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფუნქციონირებას აგრძელებს ქ. თბილისში და განთავსებულია დავით აღმაშენებლის გამზ. № 89/ 24, XII სართული, ოთახი 6. |
2. გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და დებულების საფუძველზე. რესურსცენტრს აქვს ბეჭედი, სახაზინო ანგარიში და დამოუკიდებელი ბალანსი. რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. იგი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევას, ზედამხედველობასა და ა.შ. გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფუნქციონირებს ქ. თბილისში და განთავსებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, დიმიტრი უზნაძის ქ. 68, 0102, V სართული. |