მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია

სტიპენდია ენიჭებათ სამართლის, საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების  განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია გამიზნულია ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 90% და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი, არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

სტიპენდია წესდება ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ასევე მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, სტიპენდიატებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე). 

სტუდენტის წარდგენის უფლება აქვთ  აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ავტორიზებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერთიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ).

განაცხადების  წარდგენის  ვადა: 2026  წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

გამოცხადებული  ვადის  გასვლის  შემდეგ  წარდგენილი  განაცხადები  არ  განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 598 17 41 78; 577 09 22 39.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 26 მარტის დადგენილება №11 - ,,აკაკი ჩხენკელის სახელობის  სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე"