-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
მთავრობის აპარატი
-
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
-
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
-
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
-
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
-
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
-
წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
ქ. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის, ქართველი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სამმხტომში, საქართველოს სპორტსმენთა შორის ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელის, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, ევროპის რვაგზის ჩემპიონის, მრავალი ჯილდოს, პრემიისა და პრიზის მფლობელის ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენების გამოვლენას, მხარდაჭერას და წახალისებას ემსახურება.
სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მაღალი სპორტული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე 17-დან 23 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს: სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში (ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, ასევე პრესტიჟული საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების გამარჯვებულებს და პრიზიორებს).
გუნდური სპორტის სახეობების შემთხვევაში (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ფრენბურთი, წყალბურთი და ა.შ.) აუცილებელია კონკურსანტი იყოს აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული პირი ან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები გამორჩეული (წარმატებული) სპორტსმენი და ჰქონდეს მაღალი სპორტული მიღწევები. უპირატესობა მიენიჭება სპორტსმენს, რომელსაც მიღებული აქვს ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა პრიზი (სეზონის საუკეთესო მოთამაშე სხვადასხვა ნომინაციაში და ა.შ.).
სტიპენდია წესდება საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მაღალი სპორტული მიღწევების მქონე ათ გამარჯვებულზე, თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად, კალენდარული წლის ათი თვის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად:
ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება (არადევნილი სპორტსმენის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს, რომ სპორტსმენი რეგიონალურ შეჯიბრებებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ასპარეზობს);
ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები ან/და წარმატების დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა;
გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;
დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ვ) აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (ეს პუნქტი არ ეხება სპორტის სხვადასხვა სახეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს).
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური.
მისამართი: საქართველო-თბილისი 0102, დ.უზნაძის ქუჩა №68.
საკონტაქტო ტელ: +995 598 39 39 10 ; +995 599 92 50 50