-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია
-
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია
-
აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია განკუთვნილია აფხაზეთის თემაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს (შემდეგში-სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.
სტიპენდია გამიზნულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 90% და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში,გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
ბაკალავრიატის სტუდენტისათვის განსაზღვრულია სტიპენდია თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ასევე მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდია გაიცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს მხრიდან სტიპენდიის დასანიშნად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ.
ავტორიზებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;
ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
დ) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;
ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) სიგელები, სერთიფიკატები;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი:
თ) კანდიდატის რეზიუმე (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ);
განაცხადების წარდგენის ვადა: 2026 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 577 09 22 39.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 30 იანვრის დადგენილება №3 - ,,ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე"