მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/სტაჟირება უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისათვის
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

სტაჟირება უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისათვის

აფხაზეთიდან დევნილი, ხელოვნების ნიჭით გამორჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული უნარების განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით ცხადდება 4 (ოთხი) თვიანი, ანაზღაურების გარეშე სტაჟირება აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში:

  • სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთი“;
  • სსიპ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა;
  • სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
  • სსიპ გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
  • ა(ა)იპ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფი

ხელოვნების სფეროში გამორჩეული ნიჭისა და მიღწევების მქონე:

  • აფხაზეთიდან დევნილი, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამების სტუდენტები;
  • აფხაზეთიდან დევნილი, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები, სწავლის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ქვეპროგრამით განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია:

  • განცხადება;
  • პირადობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
  • რეკომენდაცია უმაღლესი სახელოვნებო დაწესებულებიდან (თუ განმცხადებელს დასრულებული აქვს სწავლა 1 წლის განმავლობაში რეკომენდაციის ნაცვლად საჭიროა შესაბამისი დიპლომის ასლი);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ფესტივალებში, კონკურსებში, ვოქშოფებსა და სხვადასხვა სახელოვნებო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დიპლომები, ჯილდოები ან/და ნებისმიერი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან და სხვა მასალა, რომელიც წარმოაჩენს განმცხადებლის უნარებსა და შესაძლებლობებს სახელოვნებო/შემოქმედებითი მიმართულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განაცხადების მიღება 2026  წლის 30 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68; სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს, სალომე თორიას ნომერზე: 577 34 85 34