მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია
განათლებისა და კულტურის სამინისტრო

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია ენიჭებათ პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი  აფხაზეთის თემაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

სტიპენდია გამიზნულია ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროგრამის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 90%  და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

ბაკალავრიატის სტუდენტისათვის განსაზღვრულია სტიპენდია თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ასევე მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდია გაიცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

სტუდენტის  წარდგენის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს მხრიდან სტიპენდიის  მისანიჭებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ.

ავტორიზებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ)სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერთიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი:

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ);

განაცხადების  წარდგენის  ვადა: 2026  წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

გამოცხადებული  ვადის  გასვლის  შემდეგ  წარდგენილი  განაცხადები  არ  განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 577 09 22 39.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის 30 იანვრის  დადგენილება №2 - „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"