-
პროგრამები
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა
-
სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
კულტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა
-
სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა
-
დიალოგი კულტურის ენაზე
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისთვის განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდას, აგრეთვე მათი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება დევნილი ახალგაზრდებისთვის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების, ღონისძიებებისა და პრაქტიკული ინიციატივების მხარდაჭერა, არაფორმალური განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე მათი ჩართულობის მხარდაჭერა საზოგადოებრივ, სამოქალაქო და დემოკრატიულ პროცესებში, მოხალისეობრივ საქმიანობასა და ადგილობრივი თემის განვითარების პროცესებში.
დაფინანსების მიმღებები არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (ა(ა)იპ) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ), რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ახალგაზრდულ საკითხებთან.
დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებებით:
ა) ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარებისა და პრაქტიკული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა;
გ) დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები, დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ, სამოქალაქო და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა;
დ) ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;
ე) ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერების ხელშეწყობა;
ვ) ახალგაზრდების თანამშრომლობისა და მონაწილეობისათვის ერთობლივი და მონაწილეობითი პლატფორმებისა და სერვისების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა.
საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემდეგი კრიტერიუმები:
ა) საპროექტო განაცხადის შესაბამისობას ქვეპროგრამის მიზნებთან, ამოცანებთან და დაფინანსების მიმართულებებთან;
ბ) პროექტის დასაბუთებულობას, მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების ურთიერთშესაბამისობას;
გ) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის გამოცდილებასა და პროექტის განხორციელების შესაძლებლობას. ორგანიზაციას ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი ახალგაზრდული მიმართულების ღონისძიება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, მათ შორის, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშებით, ხელშეკრულებებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით, ან/და სარეკომენდაციო წერილით/წერილებით, სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე განთავსებული ფოტო-ვიდეომასალით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით;
დ) პროექტის ბიუჯეტის დასაბუთებულობასა და ოპტიმალურობას, მათ შორის, წარმოდგენილი ხარჯების შესაბამისობას საბაზრო ფასებთან და პროექტის მიზნების მისაღწევად საჭირო ფინანსური რესურსის გონივრულობას;
ე) თანადაფინანსების არსებობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) პროექტის განხორციელებაში მოხალისეობრივი ჩართულობის არსებობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) პროექტის მოსალოდნელ შედეგებსა და მათ მიღწევადობას;
თ) პროექტის შესაბამისობას ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებთან.
ერთი საპროექტო განაცხადის ფარგლებში სამინისტროსგან მოთხოვნილი დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 (ოცი ათას) ლარს. კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იმავე დაფინანსების მიმღების მიერ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები შესაძლებელია დაფინანსდეს არაუმეტეს 2 (ორი) შემთხვევაში.
ქვეპროგრამით განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია:
- პროექტის განაცხადის ფორმა (დანართი №1);
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც განაცხადის წარმოდგენის თარიღისთვის არაუმეტეს ერთი თვით ადრე უნდა იყოს განახლებული;
- პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საქონლისა ან/და მომსახურების საბაზრო ფასების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არანაკლებ ორი ინვოისი;
- უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ გაცემული ცნობა საგადასახადო დავალიანების შესახებ (საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი კომისიას განსახილველად არ წარედგინება);
- პროექტის განაცხადის დაზუსტების ფორმა (დანართი №2), საჭიროების შემთხვევაში;
- თანადაფინანსების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პროექტთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია, ვიზუალური მასალა ან სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).
საპროექტო განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 2 ნოემბრიდან 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით (გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება).
მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 68
საკონტაქტო ნომერი: 599 85 54 88
ელექტრონულად განაცხადის შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია ღონისძიების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წარმოადგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, პროექტების შესრულების ანგარიშის ფორმა (დანართი N3) და კითხვარი (დანართი 4).