-
პროგრამები
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა
-
სპორტული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
კულტურული ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა
-
საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა - 2026 წლის II ეტაპი
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.
სტიპენდიას მოიპოვებენ შემდეგი პირები:
- განმცხადებელი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) ჩარიცხული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და უნდა ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი. სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება
შემდეგნაირად: - თვეში 200 ლარი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი, სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით, 90%-დან 97%-მდე შეადგენს;
- თვეში 300 ლარი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი, სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით, 97%-დან 100% -ს შეადგენს;
იპენდიის მაძიებელთა შეფასების კრიტერიუმები:
- სტუდენტი სტიპენდიას მოიპოვებს აკადემიური მოსწრების საფუძველზე. აკადემიური მოსწრება განისაზღვრება სტუდენტის მიერ სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით, რაც უნდა იყოს არანაკლებ 90%-ისა.
- დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის შესაბამისად. შემოსული განცხადებების განხილვისას, თითოეულ ეტაპზე, დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს. თანაბარი აკადემიური შეფასების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომლის წარმატებები ასევე დასტურდება სერტიფიკატებით, სიგელებითა და
დიპლომებით. - სტუდენტზე სტიპენდია გაიცემა ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად. ანგარიშსწორება ხორციელდება სტუდენტის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
- სტიპენდიატს, მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების შემთხვევაში, უფლება აქვს ხელახლა მოიპოვოს სტიპენდია.
განმცხადებელს სამინისტროში მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული ცნობა სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი (დედანი) აკადემიური მოსწრების თაობაზე (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
ვ) წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68 ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ელექტრონული პორტალის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 577 09 22 39; 599 85 54 56.