« | ივნისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - “დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება” დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. ფორუმის სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
ღონისძიებას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიასპორისა და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას.
გახსნის ცერემონიის შემდეგ, ფორუმის ფარგლებში თემატური პანელები ჩატარდა.














25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას დაესწრო.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გოგიტა თედორაძემ, დამსწრეებს ორგანიზაციის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მრავალმხრივ საქმიანობაზე, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისათვის გაწეულ სხვადასხვა სახის დახმარებაზე და მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ძირითად პარამეტრებზე.
სხდომაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ახერხებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რაციონალურად გამოყენებას.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბოლო წლების განმავლობაში 450-მა დევნილმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა გამოფენებში, სადაც მათი საშუალო დღიური შემოსავალი 200-დან 300 ლარამდე მერყეობდა.
ორგანიზაციის ძალისხმევა მიმართულია დევნილი მეწარმეების განვითარებისკენ როგორც მათი ბიზნესის გაძლიერების, ისე ცოდნისა და უნარების ამაღლების კუთხით.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრიორიტეტებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი საქმიანობის პოლიტიკურ ასპექტებს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობის სარგებლიანობასა და სამომავლო გეგმებს.


16 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მეწარმე ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით , საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები წარადგინა.
მეწარმეებმა სტუმრებს საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები გააცნეს, მათ შორის ნაქსოვი სათამაშოები და კალათები, სუვენირები და სამკაულები.
გამოფენილმა პროდუქციამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მადლობა მეწარმე ქალთა ასოციაციას თანამშრომლობისთვის.


აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლაშა დოლბაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გელაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში ლაშა დოლბაძემ მეწარმეებს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტები გააცნო, მოისმინა მათი საჭიროებები და მათთან ერთად ბიზნესის გაძლიერების გზებზე იმსჯელა.
როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას აღინიშნა, სამინისტროს საქმიანობის მთავარ პრიოროტეტს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და დევნილი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს.
