დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ" და „აფხაზეთის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების 2016 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ".
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს, 2017 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა და პრაქტიკული ღონისძიებების ნუსხა. აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი „აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების შესახებ".
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, დევნილთა საქმეების, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებმა წარმოადგინეს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2017 წლის სამუშაო გეგმა. ანგარიშთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა მთავრობის წევრებს წარუდგინეს რეკომენდაციები და მოსაზრება გამოთქვეს, რომ საჭიროა ოპტიმიზაციის პროცესის გაგრძელება.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას. ამ მიზნით 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები გასულ 2016 წელთან შედარებით გაზრდილია ერთნახევარჯერ. აგრეთვე, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ". პროექტი ითვალისწინებს დევნილთათვის გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რომელიც გასულ წელს გამოყოფილ თანხებთან შედარებით გაორმაგებულია.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი. პროექტის მიხედვით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 1 055 350 ლარით მცირდება, რომელიც შრომის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციულ ხარჯებს მოიცავს. ამავდროულად 20%-ით იზრდება სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მოიწონეს აღნიშნული პროექტი და განსახილველად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნეს.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის გამოცხადებული პრიორიტეტების შესაბამისად დამატებითი თანხები გამოყოფილ იქნა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებისათვის.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გაიზარდა.
ამასთანავე,სხდომაზე განიხილეს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტი და მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტად განისაზღვრა ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და განათლების სფერო.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სოციალურ პროექტებს, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებების დაფინანსებას. განხორციელდება აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი პირობების გაუმჯობესება.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ დადგენილების შესრულების მიმდინარეობა, რომელიც ავალდებულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ორგანოებს, უზრუნველყონ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება უწყებათა ოფიციალურ ვებ გვერდზე.
სხდომაზე ასავე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგის განხილვამდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქართულ-აფხაზური კულტურის საზღვარგარეთ მაღალ დონეზე წარმოჩინების, მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალ „არტ-გენში" აქტიური მონაწილეობისათვის ვოკალური ანსამბლი „დიოსკური" და სოხუმის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მირონი" მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შედეგების შესახებ", განიხილეს საკითხები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"; განიხილეს აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" - აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი, „ქ.ოჩამჩირეში საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ საბავშვო საფეხბურთო ტურნირზე „ამირან ტყებუჩავასა და ვლადიმერ მარღანიას სახელობის თასის" დაწესების შესახებ" - აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი და მოისმინეს „ინფორმაცია ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში არსებული პრობლემებისა და მისი მოგვარების გზების შესახებ".
ყველა განხილულ საკითხთან დაკავშირებით, მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მთავრობის სხდომამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის I ნახევრის შედეგები მოიწონა და განსახილველად გადაუგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ისევე როგორც 2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი.
მიღებულ იქნა განკარგულება ამირან ტყებუჩავასა და ვლადიმერ მარღანიას სახელობის თასის დაწესების შესახებ აფხაზეთის განათლებისა დაკულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ქვაჩახიას ინფორმაციით მიღებულ იქნა ცნობად. ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაიგეგმა საცდელი მუშაობა ყველა დაინტერესებული ორგანიზაციიის მონაწილეობით. ეთხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულ თათბირში მონაწილეობის მიღება.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017-2020 წლების პრიორიტეტული მიმართულებები.
მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აფხაზეთის ოთხ საჯარო სკოლაში ჩატარებული სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების შესახებ.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა წარადგინა მიმდინარე წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვალს N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
სხდომაზე მოისმინეს ინფრომაცია გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების შესაძლო გზებზე ისაუბრეს; ასევე, მიიღეს ინფორმაცია იმერეთის რეგიონში განლაგებული სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს მათი უწყებები მიერ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ხაზი გაესვა აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროგრამებს, მათ შორის: აფხაზეთდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა, აფხაზეთდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათი ოჯახის წევრთა, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა, აფხაზეთდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამა და აფხაზეთდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამა.
დღეს, აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობისმორიგისხდომაგაიმართა. სხდომასმთავრობისთავმჯდომარისმოვალეობისშემსრულებელივახტანგყოლბაიაუძღვებოდა.
სხდომისდღისწესრიგშიშეტანილიიყოდაგანიხილესაფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკის 2016 წლისრესპუბლიკურიბუჯეტისშესრულების 3 თვის ანგარიში.
სხდომაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივა, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელისათვის მისი დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, გურამ ყურაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე, რასაც მთავრობის მთლიანმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს 7 საკითხი.
მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში 2015 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების შესახებ. სამინისტროებსა და მთავრობის წარმომადგენლობებს დაევალათ შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იგეგმება ბუღალტრებისთვის ტრეინინგების ჩატარება.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
მთავრობის ხელმძღვანელმა მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდის შესახებ, აგრეთვე განხილული იქნა სხვადასხვა საკითხები.
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შ.პ.ს.-ების 2015 წლის ფინანსური ანგარიში.
მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია და ცნობად მიიღეს სამეგრელოს რეგიონში განლაგებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ და ინფორმაცია აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.