მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგებთან და ხელოვანებთან წინასაახალწლო შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ხელოვანებს შეხვდნენ.
 
რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, საჩუქრები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. შემდეგ აქვე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს „მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამისა“ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნების ავტორები წარადგინეს.
 
ხსენებული პროექტების მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერებისა და მწერლების მხარდაჭერა, აფხაზეთის თემატიკის უფრო მეტად წარმოჩენა.
 
დარბაზში გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების - მერაბ ფიფიასა და ავთანდილ შენგელიას ნამუშევრები. შეხვედრას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, სამეცნიერო წრეების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.