მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის შემსწავლელი 12 კვირიანი ინტენსიური პროგრამა წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო კურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და საელჩოს მოხალისე პედაგოგის იასმინ მითაიშვილი-რაისის ჩართულობით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ოცდაერთმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორმა ლია გუმბერიძემ.