აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ქ. ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გახსნეს.
მობილური საგანმანათლებლო სივრცე „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ლუტეციას“ (ფონდის დირექტორი ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაია) დაფინანსებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით მოეწყო.
ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, მობილური სივრცე კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა.