მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად განცხადებების მიღება დაიწყო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით,  აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების  მიზნით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 25.02.2016).

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი  აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია გამიზნულია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

 სტიპენდიატს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით (ათი თვე).

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ  უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

განაცხადების  წარდგენის  ვადად  განისაზღვრა 2023  წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

გამოცხადებული  ვადის  გასვლის  შემდეგ  წარდგენილი  განაცხადები  არ  განიხილება.

ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 577 09 22 39.

იხ. ვრცლად: https://shorturl.at/CQ459