მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნა.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მიმართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს იმ შემოთავაზებებსა და პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს განვითარებისა და ინტეგრაციის საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ, ასევე, მოისმინეს ახალგაზრდების ინიციატივები და მოსაზრებები მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მსგავსი ხასიათის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება იმისთვის, რომ ახალგაზრდები მუდმივად იყვნენ ინფორმირებული განათლების მიმართულებით უკვე არსებულ შედეგებზე, ასევე, სტუდენტების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე.