მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ნანა გაბელიამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ნანა გაბელიას მოსმენა გაიმართა.

მინისტრის საათის ფორმატში, ნანა გაბელიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, სამინისტროს საქმიანობის 9 თვის ანგარიში წარადგინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც მიმართულია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მხარდასაჭერად და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

ნანა გაბელიამ, ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის შემოქმედებითი ანსამბლებისა და თეატრების მიერ დადგმული სპექტაკლები, სასცენო კონცერტები და წარმოდგენები, წარმატებით ჩატარებული გასტროლები და საერთაშორისო მიღწევები.

სხდომას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები, და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.