მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ნანა გაბელია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს და მის პირველ მოადგილეს ირაკლი მეზურნიშვილს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს და თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ირაკლი მეზურნიშვილს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა ესწრებოდა.

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პლატფორმის გაძლიერებასა და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

საუბარი ასევე შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.

შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო პროგრამების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.