მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს თემაზე „ახალი პიესა აფხაზეთზე“

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლებისა და დრამატურგების აღმოჩენა და საუკეთესო პიესის გამოვლენა.

საკონკურსო ნაწარმოების თემა: აფხაზეთი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ავტორისეული ხედვა;

პიესა უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს გამოცემული ან დადგმული;

 ️პერსონაჟების რაოდენობა: არაუმეტეს ცხრა პერსონაჟისა;

ქრონომეტრაჟი: არაუმეტეს 90 წუთისა;

თითოეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარდგენა შეუძლია;

საკონკურსოდ წარმოდგენილ ნაწარმობებს, ავტორისა და კომისიის წევრების თანდასწრებით, წაიკითხავენ სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, რის შემდეგაც მოხდება წაკითხული პიესების განხილვა;

კომისიის წევრები, დახურულ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ ერთ საუკეთესო პიესას;

კონკურსში გამარჯვებული პიესის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 2500 ლარის ოდენობით;

კონკურსში გამარჯვებული პიესა დაიდგმება სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე.

საკონკურსო პიესების შესახებ განაცხადებები მიიღება 2024 წლის 30 აპრილიდან.

წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 28 ივნისი.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საკონკურსო პიესის ელ: ვერსია (ფონტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 11).

საკონკურსო განაცხადები მიიღება:
ელექტრონული ფორმით - მისამართზე: meca@abkhazia.gov.ge
მატერიალური სახით - მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის №68, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

საკონტაქტო ტელ: +995 577 34 85 34; +995 577 09 21 27