მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
სამინისტროში რისკის მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) კოორდინაციით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმაზე, რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე,

რისკის რეესტრების შემუშავების პრაქტიკულ მაგალითებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

სამინისტროში, ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით, პერიოდულად მიმდინარეობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით განსაზღვრული სხვადასხვა აქტივობები.

სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, ჰარმონიზაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანი, აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.