მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირების ცენტრსა და აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობა იწყება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძესთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირების ცენტრს ეწვია და მის ხელმძღვანელს, ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორს დავით სონღულაშვილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში დავით მორგოშიამ და დავით სონღულაშვილმა თანამშრომლობის ამ ეტაპისთვის აფხაზეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლების ელექტრონული მეთოდების, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების საპილოტე პროგრამის შემოღების საკითხი განიხილეს.

დავით სონღულაშვილმა სტუმრებს ასევე, სწავლების ელექტრონული მეთოდები და ინოვაციური პროექტები გააცნო და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია დაათვალიერებინა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრი, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ათეულობით სკოლასთან და მეთოდურად დიდ დახმარებას უწევს მოსწავლეებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში.