მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
დავით მორგოშია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა, სადაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და კულტურისა და განათლების მინისტრმა შეკრებილ პროფესორ-მასწავლებლებს  სიტყვით მიმართეს.

ლევან მგალობლიშვილმა სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში განათლების როლზე და პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების საკითხში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალწლიან და ნაყოფიერ საქმიანობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აკადემიური წრის წარმომადგენლებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.