აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა.
ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქ. ქუთაისსა და ქ. თბილისში განსახლებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს ეწვია, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს.